
საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ახალ ევროტურნირში იასპარეზებს. გოგონები, წელს, ევროპის ჩემპიონატის „ბ" დივიზიონში ითამაშებენ და იმ სათამაშო გამოცდილებას დააგროვებენ, რომელიც პირველ რიგში, სათამაშო კლაისის ამაღლებაში დაეხმარება და ამას გარდა ევროპის ლიგაზე ასპარეზობის გამოცდილებასაც მიიღებენ.
2017-18 წლების სეზონის ევროპის ლიგის პირველი ეტაპი, უკრაინის ქალაქ ოდესაში, 2017 წლის 20-22 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირში მთლიანობაში 8 გუნდი მონაწილეობს: საქართველოს ნაკრები, პოლიტეხნიკა (პოლონეთი), ანტვერპენი (ბელგია), ალვიკი (შვედეთი), გდინია (პოლონეთი), ოდესა (უკრაინა), ლულეა (შვედეთი) და ნოვა ვესი (სლოვაკეთი).
პირველ ეტაპზე გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვდნენ ანტვერპენი, პოლიტეხნიკა და ალვიკი. ჯგუფში 1 წრის შემდეგ 1-2 ადგილებზე გასული გუნდები ნახევარფინალში ითამაშებენ, ხოლო 3-4 ადგილოსნები 5-8 ადგილებს გაინაწილებენ. მომდევნო ეტაპები, 1-3 დეკემბერს ლატვიაში და 15-18 თებერვალს პოლონეთში არის დაგეგმილი. საბოლოოდ, ამ 3 ეტაპის ჯამში საუკეთესო 4 გუნდი ოთხთა ფინალში გავა და 3-6 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის ლიგის საპრიზო ადგილებისთვის ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე ბოლო წლებში სისტემატიურად ასპარეზობენ ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებები, ამიერიდან კი მასში ქართველი გოგონებიც ჩაერთვებიან.





ჩვენ








