„ტირანას“ ფანები თბილისში იოლი გამარჯვების მოლოდინში არიან
„ტირანას“ ფანები თბილისში იოლი გამარჯვების მოლოდინში არიან
09.08.2020
ავტორი: თ.ჯ.


ალბანური „ტირანას" ოფიციალურ გვერდზე, 2 დღეა სწორედ „დინამო თბილისთან" დაპირისპირებაზე ოცნებობენ. ბალკანური გუნდის ქომაგებს მიაჩნიათ, რომ ოთხი სავარაუდო მეტოქიდან, სწორედ, ქართული გუნდი იყო ის სუსტი, რგოლი, რომლის გადალახვასაც ტირანელები მარტივად  მოახერხებდნენ. ტრადიციულად, ალბანური მასპინძლობიდან გამომდინარე, ქართულ გუნდებს, „ტირანაში" აკლიმატიზაცია, ბევრი სპეციალურად ხელისშემშლელი პირობების გამო უჭირდათ. თუმცა, თბილისში, ალბანურ გუნდებს, ძირითადად თამაში უჭირთ, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე.


ამასობაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ცდილობს, მეტოქე შეისწავლოს და თამაშისთვის მოემზადოს. ალბანეთის ჩემპიონი „ტირანა", „დინამო თბილისზე" 5 წლით ადრე, 1920 წელს შეიქმნა და ქვეყანაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდად ითვლება. ისევე, როგოც ქართულ კლუბს, ჩვენს მომავალ მეტოქესაც, საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. „ტირანას" საშინაო არენა, სელმან სტერმასის სახელობის სტადიონი, 12 500 გულშემატკივარზე გათვლილი.  


„ტირანა" ალბანეთის 25 გზის ჩემპიონი გახლავთ. გუნდმა 16- ჯერ მოიპოვა ალბანეთის თასი და 11- ჯერ სუპერთასის მფლობელი გახდა. წლევანდელი ჩემპიონობა კლუბმა, 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ „კუკეშის" საბოლოოდ 4 ქულით აჯობა. გუნდის საუკეთესო ფორვარდი კი, ინგლისელი მაიკლ ნგოო გახდა, 13 გატანილი გოლით.


გუნდში არაერთი ლეგიონერია და მათგან შეტევის წინა ხაზში არგენტინელი აგუსტინ ტორასა და ბრაზილიელი ელტონ კალე გამოირჩევიან. ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა ალბანელი შემტევი ერნესტ მუჩი. გუნდს 47 წლის ნიგერიელი ფეხბურთის სპეციალისტი ემანუელ ეგბო ხელმძღვანელობს.


„დინამო თბილისისა" და ტირანას გზები 2003/2004 სეზონში გადაიკვეთა. ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში 16 ივლისს თბილისელებმა უმასპინძლეს მეტოქეს და 3-0 იმარჯვეს. გოლები ლევან მელქაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. აი საპასუხო მატჩში კი, უკვე ალბანელებმა მოიგეს 3-0, ხოლო მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანთა სერიაში კი, 4-2 იმარჯვეს.


შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი", უფეა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის ჩემპიონ „ტირანას" უმასპინძლებს. მატჩი 18 ან 19 აგვისტოს, „დინამო არენაზე" ჩატარდება. თუმცა, თამაში, სამწუხაროდ გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.