„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონია
„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონია
15.08.2020
ავტორი: თ.ჯ.

კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შესვენების შემდეგ, საქართველოს 2019-2020 წლების წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონატი დასრულდა. ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ტიტული „დინამო თბილისმა" მოიგო.


ჩემპიონობამდე, „დინამო თბილისმა" 11 აგვისტოდან, სპორტ-კომპლექს "ოლიმპიკში",  შემდეგი გზა განვლო:

11 აგვისტო, 2020 - „დინამო თბილისი" -  "დინამო 2 ს"  27-4

12 აგვისტო, 2020 - „სპორტ მენეჯმენტი" - "დინამო თბილისს"  7-19

13 აგვისტო, 2020 - „დინამო თბილისი"  - „ლოკომოტოვი" 25-10

14 აგვისტო, 2020 - „არენა" - „დინამო თბილისი" 7-18

15 აგვისტო, 2020 - „თბილისი"  - „დინამო თბილისი" 9-16


დინამოელთა ბოლო შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის პირველი პერიოდი, რომელიც მინიმალური ანგარიშით 2-3 სწორედ, დინამოელებმა წააგეს ამაზე მეტყველებს. თუმცა, მეორე პერიოდში, „დინამომ" დაწინაურება მოახერხა. თუმცა, მატჩის ბედი, მაინც ბოლო მონაკვეთში გადაწყდა და „დინამომაც" 7-ბურთიანი უპირატესობით, 16-9 იმარჯვა.


საქართველოს ჩემპიონატში, 6 გუნდი მონაწილეობდა:

1.       „დინამო თბილისი" (30)

2.       „თბილისი" (24)

3.       „არენა" (12)

4.       „ლოკომოტივი" (9)

5.       „დინამო-2" (9)

6.       „სპორტმენეჯმენტი" (6)


 

საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ფოტო