
გორმა, 12 და 13 აგვისტოს, 3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის - ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის გუნდები იყვნენ წარმოდგენილნი. მთლიანობაში შეჯიბრებაში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილები ქალაქ გორის წარმომადგენლებს ერგოთ.
საკალათბურთო ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ შიდა ქართლის კალათბურთის რეგიონალური ფედერაცია და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო მხარდამჭერი - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. გამარჯვებულები გორის მერმა, კოსტანტინე თავზარაშვილმა, მისმა მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა და შიდა ქართლის კალათბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა, იოსებ ხაჩიურმა დააჯილდოვეს.
3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონი გახდა გუნდი "კინგსი" - ვოვა თავაქარაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, ანდრო ფერსაშვილისა და ფრიდონ კოპალიანის შემადგენლობით. "კინგსმა" ფინალურ მატჩში 16:12 დაამარცხა "Big Z". მესამე ადგილიც გორის გუნდმა - 24-მა დაიკავა.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისთვის მედლებთან ერთად დაწესებული იყო ფულადი პრემიაბიც. ჩემპიონმა გუნდმა თასთან ერთად 500-ლარიანი ჯილდო მიიღო. ვერცხლისმედალოსნებს 300, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს - 200 ლარი გადაეცათ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ვლადიმერ თავაქარაშვილს გადაეცა.





ჩვენ








