“დინამო თბილისი“ „ტირანასთან“ მატჩისთვის ემზადება
“დინამო თბილისი“ „ტირანასთან“ მატჩისთვის ემზადება
16.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღეში, 19 აგვისტოს, საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. შეხვედრა, ალბანური „ტირანას" წინააღმდეგ, თბილისში, „დინამო არენაზე" შედგება და მატჩი, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. თუმცა, მსოფლიოში კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები გამო, თამაშს გულშემატკივარი არ დაესწრება.


შეზღუდული იქნება მატზე აკრედიტებული მედიის რაოდენობაც. საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 19 აგვისტოს გასამართი „დინამო თბილისი" - „ტირანას" მატჩზე დასასწრები მედია აკრედიტაციები, გაიცემა შეზღუდული რაოდენობით. შესაბამისად, კლუბი თხოვს, მედიის წარმომადგენლებს შექმნილ ვითარებას გაგებით მოეკიდონ.  ამ მიზნით, „დინამო თბილისის" პრეს-სამსახური მედია ორგანიზაციებს მიმართავს, კლუბის ელექტრონულ მისამართზე, მედია აკრედიტაციის მისაღებად, თითოეული მედია საშუალებიდან, მინიმალური რაოდენობის მოთხოვნა გადააგზავნონ. თავის მხრივ კი, შეეცდება, რომ მოთხოვნათა უმრავლესობა დააკმაყოფილოს.


აკრედიტაციების მსურველთა განაცხადების მიღება 17 აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი. აღნიშნული თარიღის შემდეგ შესული განაცხადები არ განიხილება. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.


აქვე „დინამო თბილისი" მედიის წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ მატჩისწინა და მატჩის დღეს პირბადის გარეშე სტადიონზე და მედია დარბაზში არავინ დაიშვება. შესაბამისად, სოციალური დისტანციის გათვალისწინებით, მედია ვალდებულია განლაგდეს მითითებულ ადგილებზე. 


აქვე გაცნობებთ, რომ 19 აგვისტოს შეხვედრას, ესტონელ მსაჯთა ბრიგადა (მთავარი არბიტრი 40 წლის როომერ ტარაევი იქნება. მას ასისტენტობას ნეემე ნეემლაიდი და სანდერ საგა გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კარლს კოპელი იქნება)  მოემსახურება. კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, გათამაშების წესდების პირველი დანართის შესაბამისად, თუკი, თამაშამდე, მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადიდან, რომელიმე კორონა ვირუსი დაუდასტურდება, მას ადგილობრივი, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ქართველი არბიტრი ჩაანაცვლებს.


ამასობაში, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩისთვის, ანდრო ჟორდანიას სახელობის, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ემზადება.


#FCDT #UCL