
დარბაზი, რომელიც 300-მდე ახალაგაზრდას მოემსახურება, 370 კვ. მეტრ ფართობზეა გაშენებული და 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში გაიხსნა. ახალი სპორტული კომპლექსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელს ატარებს და ნორიოელებსაც მის მიმდებარე რეგიონებში მაცხოვრებლებს, საშუალებას მისცენ ეზიარონ ძიუდოს. ნორიოს ძიუდოს დარბაზის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამში 470 000 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში, სპორტულ დარბაზში მოეწყო გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები, ასევე იფუნქციონირებს ტრენაჟორების ოთახი.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ძიუდოს დარბაზის გახსნაში, სპორტსმენთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს პარლამეტის წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.





ჩვენ








