მორიგი ცვლილება ქვეყნის ჩემპიონში

21.08.2020
ავტორი: თ.ჯ.
საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" დღეს, ოფიციალურად გამოაცხადა კლუბის სამწვრთნელო შტაბში მომხდარი ცვლილების შესახებ. კერძოდ, დედაქალაქური კლუბის ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა შემდეგი სახის განცხადება:
„დინამო თბილისი" მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს, გიორგი დეკანოსიძეს და შალვა ღონღაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში.
ახალი მწვრთნელის ვინაობა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.





ჩვენ








