ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიულ ბუნდეს ლიგაში ითამაშებს
ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიულ ბუნდეს ლიგაში ითამაშებს
24.08.2020
ავტორი: თ.ჯ.

საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ავსტრიულ ბუნდესლიგაში გააგრძელებს. დღეს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა ავსტრიულ „ვოლფსბერგერთან" 2+1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


ლოჩოშვილის ახალი კლუბი მიიჩნევს, რომ 22 წლის მცველს, არა მხოლოდ ცენტრში, არამედ, მარცხენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.


დასრულებულ ავსტრიის ბუნდესლიგაში "ვოლფსბერგერმა" მესამე ადგილი დაიკავა და 2020-21 წლების სეზონში უეფა-ს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.