საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
25.08.2020
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, გადარჩენილ მოქალაქეებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.


სფფ-ის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოს, გლოვის დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი ყველა მატჩი გადაიდო.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო.