
კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგად, შესაძლოა ირანის ფეხბურთის ფედერაციამ უცხოელი ფეხბურთელების საკითხს გადახედოს. ამ ეტაპზე ირანში ფიქრობენ, რომ 2020-2021 წლების საფეხბურთო სეზონზე, ირანის სუპერ ლიგაში უცხოელი ფეხბურთელები აღარ დაუშვან ან მათი რაოდენობა შეზღუდონ. საკითხი, მომავალ კვირაში ირანის ფეხბურთის ფედერაციის შეკრების დროს გადაწყდება.
შესაბამისად, ორი ქართველი ფეხბურთელი, მაქსიმე ქვილითაია და ლუკა გადრანი, რომლებიც ბუშირის „შაჰინში" თამაშობდნენ და კლუბთან ხელშეკრულება დამთავრდათ, ახლა, ირანში დასრულებული ჩემპიონატის შემდეგ თავისუფალი აგენტები არიან და მომავალი სეზონისთვის შემოთავაზებებს ელიან. ქართველებით, ამ მომენტისთვის რამდენიმე ირანული კლუბია დაინტერესებული, თუმცა, ეს გარემოება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირანის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც გავლენას ქართველების მომავალზეც იქონიებს.





ჩვენ








