
შესაძლოა ავსტრიის ბუნდეს ლიგაში მოთამაშე ქართველების რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდოს. დღეს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანურ სარაგოსაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელით ავსტრიელები დაინტერესდნენ. კერძოდ, ლაპარაკია, ავსტრიის ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდზე ვენის „აუსტრიაზე".
24 წლის ქართველ ფეხბურთელთან მოსალოდნელ ტრანსფერზე, პირველადი მოლაპარაკება უკვე შედგა. სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე, ან მომდევნო კვირაში გაირკვევა, შედგება თუ არა პაპუნაშვილსა და „აუსტრიას" შორის შეთანხმება და პირობები, რადგან ფეხბურთელს ესპანურ „რეალ სარაგოსასთან" კიდევ ორი წელი აკავშირებს კონტრაქტის მიხედვით.
გიორგი პაპუნაშვილ, ესპანურმა კლუბმა, მიმდინარე წლის დასაწყისში, მეორე ესპანურ კლუბს, „ რასინგ სანტანდერს" ათხოვა, თუმცა, იმ კლუბში, პაპუნაშვილმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. რამდენიმე დღის წინ კი კვლავ სარაგოსაში დაბრუნდა და აღნიშნულ კლუბთან ერთად, ახალი სეზონისთვის დაიწყო მზადება.
გიორგი პაპუნაშვილი სხვადასხვა წლებში „დინამო თბილისში", „ვერდერი II", „რეალ სარაგოსასა" და „რასინგ სანტადერში" თამაშობდა.





ჩვენ








