ეროვნულის ახალწვეულებს კობოური დაემატა
ეროვნულის ახალწვეულებს კობოური დაემატა
26.08.2020
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

ერთა ლიგის მეორე გათამაშების სადებიუტო მატჩებისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში  ცვლილებაა. ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრებს ჯიმი ტაბიძე ტრავმის გამო გამოტოვებს. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, აღნიშნული იძულებითი ცვლილების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი დებიუტანტი შეუერთდება. ერთა ლიგის მეორე გათამაშების სადებიუტო მატჩების განაცხადში დინამო თბილისის წევრი დავით კობოური იქნება.


31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში 27 ფეხბურთელის შემადგენლობით შეიკრიბება. ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებში  სამი დებიუტანტია გამოძახებული -  გიორგი კუცია, დავით კობოური (ორივე „დინამო თბილისი), ნიკა მალი (თბილისის „საბურთალო").


ასევე იხილეთ  https://bit.ly/3lnMxRk