
უეფა-ს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩამდე საფეხბურთო კლუბის „ლოკომოტივის" ფეხბურთელებს, კორონა ვირუსის პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე ბოლო კვირის მანძილზე ორჯერ ტესტირება ჩაუტარდათ. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა ფეხბურთელის პასუხი უარყოფითია და შესაბამისად, ხვალინდელ მატჩში, რუმინული „კრაიოვას" წინააღმდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობის დაყენებას შეეცდება.
„ლოკომოტივი" ისტორიული გუნდია, უთამაშია ევროტურნირებზე, მაგრამ ამ შემადგენლობისთვის ეს პირველი იქნება. ამიტომ, გამოცდილების კუთხით ძალიან ვგავართ შარშანდელ „საბურთალოს".
ნიკა ჭანტურია გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება, ის გამორჩეულია საქმისადმი მიდგომით, ნამდვილი პროფესიონალია და თამაშისთვის მზადაა.
სანდრო კობახიძეს, ის განაცხადში არაა. სამწუხაროდ, ვერ მოასწრო ფორმაში შესვლა.
ვატო არველაძის იმედი ამ თამაშისთვის მქონდა, ერთგვარი ავანსი გვქონდა, რომ ამ მატჩისთვის მოგვემზადებინა, მაგრამ თავიდანვე ჩვენს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ თუ უმაღლესი დივიზიონის გუნდი მიიწვევდა, გავუშვებდით და ვინაიდან ეს წინა არ ვიცოდით, კონტრაქტი გავაფორმეთ",- ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილის მატჩამდე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, მ. მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
ლოკომოტიველთა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი, ევროტურნირის პირველი მატჩისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მოემზადა და მადლიერება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისელთა გუნდის ბირთვი ჯანმრთელადაა. გუნდი, არა მხოლოდ მატჩის ძირითადი დროისთვის, ასევე პენალტების სერიისთვისაც მზადაა. მკითხველს შევახსენებთ, რომ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციის გამო, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, აქაც დაპირისპირება ერთმატჩიანია და შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში მატჩის ბედს, სწორედ დამატებითი დრო და საჭიროების შემთხვევაში 11-მეტრიანი დარტყმები გადაწყვეტს.
„ბიჭები გავაფრთხილე, რომ ახალგაზრდა სერბი მსაჯია, რომელსაც ორივე ფერის ბარათების ჩვენება უყვარს, თუმცა ვერ ვეტყვი, რომ ფრთხილად ითამაშონ, რადგან ეს იის დასტური იქნება, რომ წინასწარ დავნებდით და ბრძოლას არ ვაპირებთ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.
რა იცის თბილისურმა კლუბმა მატჩის წინ მოწინააღმდეგეზე? შესაბამისად, როგორ მოემზადა „ლოკო" ხვალინდელი თამაშისთვის?
- „კრაიოვა" ძალიან ძლიერი გუნდია. ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რუმინეთის ნაკრების რამდენიმე ყოფილი და ახლანდელი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული;
- ბოლო ტურამდე ებრძოდა „კლუჟს" ჩემპიონობისთვის.
- ვიცით, როგორ უტევენ, თავს როგორ იცავენ, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე ვიცით.
- მწვრთნელი იტალიელია, რომელიც იტალიელ მწვრთნელებს არ გავს, ძალიან შემტევია, 3 ნახევარმცველი და განაპირა მცველები ყოველთვის შეტევაზე ჰყავს მიმართული.
- ვფიქრობ, ჩვენს კალათაში ყველაზე ძლიერი და მომწონს მეტოქე, ეს ჩემთვის გამოწვევაა, რადგან ზუსტად გამოაჩენს რა დონეზე ვიმყოფებით, ვგულისხმობ „ლოკომოტივის" დონეს და არა ქართული ფეხბურთის.
ხვალინდელი მატჩისთვის საბრძოლო განწყობა აქვთ თავად ფეხბურთელებსაც. მატჩისწინ, მედიასთან შეხვედრაზე სანდრო გურეშიძემ აღნიშნა, რომ: „ლოკომოტივი" დიდი ხანია არ ყოფილა ევროთასებზე. ვიცით ვისთან გვაქვს საქმე, ძლიერი მეტოქეა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ რამეს დავუთმობთო.
ხვალინდელი გამოწვევა, მიხელ მესხზე, ხვალ 27 აგვისტოს თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, მატზე გულშემატკივარი არ დაიშვება, შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას „სილქ უნივერსალი" უზრუნველყოფს.
სკ "ლოკომოტივის" ფოტო





ჩვენ








