როდესაც შენს მაისურს D აწერია, ისიც უნდა გააკეთო, რაც არ შეგიძლია
როდესაც შენს მაისურს D აწერია, ისიც უნდა გააკეთო, რაც არ შეგიძლია
22.10.2017
ავტორი:

„სიყვარულით, ჩემს მეგობრებს. ჩისკო" - ასე წააწერა ჩისკომ ქართული ფოტოპროექტი „სპორტფოტოს" კატალოგის იმ გვერდს, სადაც საკუთარი ფოტო აღმოაჩინა. შემდეგ ამოგვხედა და კიდევ უნდა დავუმატოო და „28" - რიცხვი მიაწერა. ჩვენ კი გვითხრა, ამ რიცხვს ბედნიერება მოაქვსო.

„როდესაც აქ ვიყავი, თავს, ბედნიერად ვგრძნობდი. სამწელიწადნახევარი ვიყავი საქართველოში, ეს არაა პატარა დრო. „დინამოში", ბოლო თამაშამდე, კლუბის მფლობელს,  რომან ფიფიას შევხვდი. დაახლოებით 2 კვირით ადრე და უკვე ვიცოდი, რომ სუპერთასის თამაში, ამ გუნდში, ჩემთვის ბოლო იქნებოდა. ბუნებრივია, ზოგჯერ იცი, და გათვითცნობიერებული გაქვს, რაღაც რასაც აკეთებ, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დგები, სხვა ემოციები გეძალება. ეს მოხდა, იმ დღესაც. სუპერთაისის მატჩშის დროს. „ჩიხურას" გამარჯვების გოლი გავუტანე და როდესაც ტაბლოს ავხედე, მომენტალურად დავაფიქსირე, რომ ეს იყო ბოლო მომენტი, ბოლო წუთი და ჩემი ბოლო თამაში „დინამოში". ემოციები ვერ დავმალე... ვხედავდი, რომ კლუბში, ვტოვებდი იმ ადამიანებს, ვინც მეც მიყვარდა და მათაც ვუყვარდი და ეს იყო მძიმე, მაგრამ ძალიან კარგი ისტორიის დასასრული. როდესაც ეს ფოტო აღმოვაჩინე, მესიამოვნა, მართლა, ძალიან სასიამოვნოა" - ამბობს ჩისკო, რომელიც ფოტოზე ატირებული ჩისკოსგან განსხვავებით, დღეს ხუმრობის ხასიათზე იყო და ქრიშტიანუსთანაც (რომლის ფოტოც ასევე ამ კალალოგში აღმიაჩინა), რომ ჩემი გვარი დავწერო, რა მოხდებაო, გვეკითხებოდა.


დაწვრილებით იხილეთ ბლოგში