ჩისკო მუნიოსი „დინამო თბილისში“ დაბრუნდა

31.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ჩისკო მუნიოსი თბილისშია. ესპანელი ნახევარმცველი, რომელმაც „დინამო თბილისის" მაისურით 129 მატჩი ჩაატარა, 77 გოლი გაიტანა, იყო ქვეყნის პირველობის და თასის 2-2 გზის მფლობელი და საუკეთესო გოლეადორი, კვლავ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.
საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შეასრულებს.
ჩისკოსთან ერთად, თბილისში, კიდევ ორი ესპანელები მწვრთნელი რობერტო კუესტა და ფიზმომზადების მწვრთნელი ჟორდე აბელა იმუშავებენ.
ესპანელებმა, COVID 19-ის კსტანდარტული შემოწმების შემდეგ, გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშები უკვე ჩაატარეს.











ჩვენ








