
ქართული კლუბები, უეფა-ს ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 17 სექტემბერს გამართავენ. წილისყრამ, რომელიც დღეს ნიონში, ევროპული ფეხბურთის შტაბ-ბინაში გაიმართა, „დინამო თბილისს" უელსის საფეხბურთო კლუბი, "ქონას-ქი ნომედსი", „ლოკომოტივს" კი მოსკოვის „დინამო" არგუნა.
დინამოელები შეხვედრას უელსში, ფლინტშირში, დიისაიდ სთედიუმზე ითამაშებენ. რაც შეეხება „ლოკომოტივს" ისინი, მოსკოვის „დინამოს" თბილისში მიიღებენ. არაა გამორიცხული, რომ მატჩი, ნაცვლად მესხის2-ისა „დინამო არენაზე" გაიმართოს. თუმცა, ისევ, როგორც უკვე გამართულ მატჩებზე, გულშემატკივარი, არც ამ შეხვედრაზე იქნება დაშვებული.
გათამაშების ამ ეტაპზე დინამოელები, ე.წ. ჩემპიონთა გზაზე, მე-3 ჯგუფში, განთესილ კლუბებს შორის იყვნენ და მათი სავარაუდო მეტოქეები სომხური „არარატ არმენია", „ქონას-ქი" (უელსი), „ფოლა" (ლუქსემბურგი), „სილეკსი" (მაკედონია), „ბუდოჩნოსტი" პოდგორიცა (მონტენეგრო), „ასტანა" (ყაზახეთი) და „დრიტა" (კოსოვო) იყვნენ. საერთო ჯამში, ე.წ. ჩემპიონთა გზაზე ამ ეტაპზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის 17 დამარცხებული და სამიც, წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის 3 დამარცხებული გუნდი, ორ 6 და ერთიც 8-გუნდიან ჯგუფად იყო გადანაწილებულ.
„ლოკომოტივის" სავარაუდო მეტოქეები კი განთესილი კლუბებიდან „მოსკოვის დინამო", სტამბოლის „გალათასარაი" და ალმა-ათას „კაირატი" იყვნენ.





ჩვენ








