
თბილისის „დინამო" 25 ოქტომბერს, ფიბას ევროპის თასზე მორიგ ჯგუფურ შეხვედრას ჩაატარებს. დინამოელთა მეტოქე E ჯგუფში ლიდერად ნაწინასწარმეტყველები რუმინული „კლუჟ-ნაპოკა" იქნება. შეხვედრა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება. ამავე დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს სუპერლიგის მორიგი კალენდარული დღის შეხვედრები ჩატარდება. „კაკტუსი" - „ბათუმს", „სოხუმი" - „დელტას", „მგზავრები" კი „ოლიმპს" შეხვდებიან. სუპერლიგის თამაშები, 13:00-დან დაიწყება და ფიბას ევროპის თასის მატჩის დაწყებამდე დასრულდება. ასე, რომ იმ მაყურებელსაც, რომლებიც სუპერლიგის საქომაგოდ იქნებიან ოლიმპიურ სასახლეში მოსულები, 19:00-დან ცენტრალურ დარბაზში, დინამოელთა ქომაგობაც შეეძლებათ.
სუპერლიგის მე-3 ტურის შეხვედრა კი „დინამო" თბილისმა კვირას, 22 ოქტომბერს ითამაშა რუსთავში და ადგილობრივი გუნდი, 37-ქულიანი სხვაობით, 102-65 გაანადგურა. მატჩამდე, ერთი დღით ადრე, ჩვენთან საუბარში ირაკლი ხოშტარიამ განაცხადა, რომ „რუსთავთან" მატჩში, ყველა კალათბურთელს მისცემდა თავის გამოჩენის საშუალებას და მიუხედავად, იმისა, რომ „დინამო" სუპერლიგის მატჩს გამართავადა, შეხვედრას უფრო ფიბას ევროპის თასის, წინასამატჩო მოსამზადებელ მნიშვნელობას ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, გუნდის ლეგიონერმა ლიდერმა ნიკოლა გაჩეშამ 22 ქულის დაგროვება მაინც მოახერხა. მეორე წარატებული ლეგიონერის ტურპინის ანგარიშზე 15, ახალწვეული სერბი ჩრნიჩის ანგარიშზე 11, ხოლო ბოიდისა და ილია ლონდარიძემ კი 10-10 ქულა დააგროვეს.

დინამოელთა თავკაცთან, ირაკლი ხოშტარიასთან, ჩვენც ფიბა ევროპის თასის შესახებ ვისაუბრეთ და იმ დეტალების გარკვევას შევეცადეთ, რაც ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მოხდა. მაგალითად, როგორ გადის ახალ გარემოსთან ადაპტაციას 23 წლის სერბი იოვან ჩრნიჩი.
„ჩრნინჩს, გუნდთან ერთდ ჰქონდა ჩატარებული 1 ვარჯიში და 1 თამაში. ამას დაემატა კიდევ ერთი ვარჯიში. ის რომელიც ბულგარეთში გავიარეთ ერთად. რა შეიძლება ითქვას, არის ბევრი კითხვა ლეგიონერებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გუნდის გასაძლიერებლად, უნდა ჩამოვიყვანოთ, ის კალათბურთელები, რომლებიც შეიძლება, გაცილებით ძლიერები არიან. ამიტომ, მეც აბსოლუტურად მესმის და ვეთანხმები აზრს, რომელიც საზოგადოებაში ჩამოყალიბდა. თუმცა, ყველაფერი საბოლოოდ, ფინანსებიდან არის გამომდინარე. ჩვენც, ეს გეზი გვაქვს აღებული. ჩრნინჩს რაც შეეხება, ასევე ბოიდს, რომლებიც არიან ახალწვეულები, „რუხები", როგორც ეძახიან, მათთან მიმართებაში, შესაძლოა, ცოტა რისკიც გავწიეთ, ახლა ველოდებით, რომ ეს ბიჭები მოუმატებენ", ამბობს ირაკლი ხოშტარია.
ფიბა ევროპის თასის პირველ შეხვედრაში, ყველაზე შედეგიანი დინამოელთა შორის სწორედ, ხოშტარიას დასახელებული „რუხებიდან" ერთ-ერთი ლაველ ბოიდი იყო, რომელმაც 21 ქულა შესძინა გუნდს. იმ დღეს, 1 ქულით ნაკლები, 20 ქულა დააგროვა ლევან ფაცაციამ.

„ევროტურნირებზე, „დინამო" ახალი მოცემულობის წინაშე დადგა, ამიტომ რთულია იმ კითხვაზე პასუხი, ვინ „გვიმართლებს" და ვინ არა. მე, ამ საკითხს ასე ევუდგები. იმიტომ, რომ ჩვენ ახლა, რა მოცემულობაც გავქვს, მთელი გუნდისთვის ახალია. თუმცა, ბულგარეთში დიმა (ლევან) ფაცაცია გამოირჩეოდა. გამოცდილია და ამის ხარჯზე კლუბისთვის, საკმაოდ პროდუქტიული იყო. ასევე, დადებითად შემიძლია შევაფასო გოგოძესადა გრძელიძის თამაში, რომლებმაც უნდა მოუმატონ. ევროტურნირების ყოველი მატჩი, ახალგაზარდა მთამაშეებისთვის არის სასწავლო. ეს გამოცდილება ძალიან მნშივნელოვანია მათი მომდევნო ზრდისთვის. ამიტომ, საწყის ეტაოზე, რთულია მათვის ჩაერთონ და მაღალ შედეგბეზე იფიქრონ, თუმცა უნდა გააგრძელონ შრომა. ჩვენი მიზანია ვიაროთ წინ, დავაგროვოთ გამოცდილება და ნელნელა შედეგზეც ვიფიქროთ" - ამბობს ირაკლი ხოშტარია.
ევროტურნირის ამ შეხვედრაში, ბოიდზე, ოდნავ ნაკლებშედეგიან იყო კაელ ტურპინი. რაც შეეხება ნიკოლა გაჩეშას, „დინამოს" კიდევ ერთ სერბ ლეგიონერს, ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ბულგარეთში გამგზავრებამდე მან, საქართველოს სუპერლიგის სასტარტო მატჩი გამოტოვა.
„ნიკოლა არის ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშე ჩვენი გუნდისთვის. მას, ფეხის ტრავმა ჰქონდა და თბილისშიც, სუპერლიგის მატჩის გამოტოვება, იმიტომ მოუხდა. არ იყო 100 პროცენტით მზად და გამოტოვა ის თამში. თუმცა, ისევ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას შეუძლია დიდი სამსახური გაუწიოს ჩვენს კლუბს. პირადად მე, იმედიანად ვუყურებ კონკრეტულად ამ მოთამაშეს", - ამბობს ხოშტარია.
„ლუკოილ აკადემიკთან" მატჩის დაწყებამდე გაირკვა, რომ დინამოელთა სკამი, ერთი კაცით დამოკლდა. კერძოდ, ფეხის ტრავმის გამო, სოფიაში გამართული შეხვედრა და გუშინ, რუსთავშიც გამოტოვა, ეროვნული ნაკრების მოთამაშე დინამოელმა მიხეილ ბერიშვილმა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბერიშვილს, არც ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ უვარჯიშია გუნდთან ერთად.
„არც თბილისში სუპერთასის თამაშზე, არც შემდეგ, სუპერლიგაზე, არც ბულგარეთში თამაშისწინა ვარჯიშზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ თამაშს დღეს, ბერიშვილმა იგრძნო ტკივილი მუხლის არეში და საბოლოოდ, ვერ შეძლო თამაში. მიშას, ჰქონდა ძალიან ძლიერი ტკივილი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, გავიარეთ გამოკვლევები. თითქოს, რაღაც სერიოზული, ამ ეტაპზე არაფერია. თუმცა, ბერიშვილი ჯერ არ ვარჯიშობს გუნდათან ერთდ და არის შანსი, რომ 25 ვერ ითამაშოს", - ამბობს დინამოელთა მწვრთნელი.
ბუნებრივია, ბერიშვილის არყოფნა, „დინამოს" სოფიაშიც დაეტყო და 25 ოქტომბერსაც ის ძალიან საჭირო მოთამაშეა გუნდისთვის. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ მიშა, რუმინული კლუბის წინააღმდეგ, პარკეტზე გამოვა. მანამდე, კი ხოშტარიას დავესესხებით და გამომდინარე იქიდან, რომ გძელი პაუზის შემდეგ, „დინამო" ევროსარბიელს დაუბრუნდა, შევეცდებით ამ ჭრილიდან გავიგოთ, რა განწყობაა გუნდში.

„არ არის იოლი, ასეთი დიდი პერიოდის შემდეგ ევროსარბიელზე დაბრუნება. პირველ რიგში, მოთამაშეებმა უნდა ნახონ, შეხედონ რა და როგორ ხდება. ჩვენც მწვრთნელებმა, კლუბმაც უნდა ვნახოთ, რა და როგორ არის ევროპულ საკლუბო კალათბურთში. რა კალათბურთს და რა დონეზე თამაშობენ ევროპაში. ტელევიზორში ნანახი სხვაა და როდესაც უშუალოდ ხარ მონაწილე, კიდევ სხვა. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა ვნახოთ, დავაგროვოთ გამოცდილება. უნდა ვიშრომოთ ბევრი და ვისწავლოთ, ყველამ ერთად - მოთამაშებმა, მწვრთნელებმა. თუ, „ლუკოილ აკადემიკთან" კონკრეტული თამაშიდან გამოვიტანთ დასკვნებს, დასანანია, რომ წავაგეთ, რადგან შეცდომების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, ბოლო წუთებში, მოგების შანსი გვქონდა. არის კიდევ, მეორე მხარე - ჩვენ, თამაშიდან თამაშამდე ვსწავლობთ. ამრიგად, ყოველი თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, რომ ყოველი მომდევნო მატჩი იყოს უკეთესი და შედეგიანი, ვიდრე წინა. ვემზადებით კონკრეტულად გუნდებისთვის. მაგალითად სოფიაში გამგზავრებამდე. ახლა, რუმინულ კლუბზე ვართ ორიენტირებულები. ვფიქრობ, რომ ეს გუნდი, ჩვენი ჯგუფის ფავორიტია. თუმცა, ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ რაღაც ქართულ საკლუბო კალათბურთში უნდა დაგვეძრა. უნდა მიგვეღო მონაწილეობა ევროტურნირზე. ბუნებრივია, ეს მარტო მონაწილეობაც არ არის. სასურველია, ამ თამაშის მატებსათან ერთად, შედეგის ჩვენებაც, ეს არის ჩემი წლევანდელი მიზანი. „ლუკოილ აკადემიკთან", სად გამოგვივიდა და სად არა, ყველამ დაინახა", - ამბობს ირაკლი ხოშტარია.
ფიბას ევროპის თასის სასტარტო მატჩში, „დინამოსთვის" გარდამტეხი, მე-3 პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც სხვაობამ 11 ქულას მიაღწია. დინამოელებმა, ამ მონაკვეთში, ფარი თითქმის სულ წააგეს და შეტევის დროსაც, ელემენტარული გადაცემების გაკეთებისას იყო გაუგებრობა, შეცდომები. შეგახსენებთ, რომ ბოლო დასკვნით მეოთხედი, ქართველთა გუნდისთვის დრამატულად განვითარდა. მატჩის დამთვრებამდე 3 წუთზე ცოტა მეტი იყო დარჩენილი, როდესაც დინამოელებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს 65-65. კიდევ ცოტა ხანში, თბილისელებმა, ფარზე ეფექტურად დაუკიდეს დინამოელ ლეგიონერს ტურპინს, რომელმაც არ დააყოვნა და მისთვის ჩვეულ სტილში „ჩატენა" ბურთი და „დინამო" 69-67 დაწინაურდა. თუმცა, ისევ გამოციდელობას დავაბრალებთ და ამ დაწინაურების შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და ვერც ის, რომ ბოლო წამებზე, როდესაც შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა შეგვეძლო, ზედიზედ, 11 წამში, ვერც ბოიდმა, ვერ ნოდარ გოგოძემ და ვერც ლევან ფაცაციამ ანგარიშის გათანაბერბა ვერ შესძლეს. ბუნებრივია, ეს სწორედ ის გამოუცდელობაა, რის შესახებაც ირაკლი ხოშტარიამ ბევრჯერ გაგვიმახვილა ყურადღება.

„ჯგუფში, ნამდვილად კარგი გუნდები არიან. შეიძლება რუმინეთი არის ფავორიტი, მაგრამ არც ის გუნდია ცუდი, ვისაც ვეთამაშეთ და არც სტამბულის გუნდი, რომელმაც პირველი თამაში გასვლაზე დიდი ანგარიშით წააგო. შანსებს, რაც შეეხება, ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ მარტო მონაწილეობას ვიღებთ და შედეგზე არ ვფიქრობთ. გვაინტერესებს და გვნდა მოგება, თუმცა, მარტივი არ არის. ისე, უნდა მოხდეს, რომ ამ თამაშებთან ერთად, მოვიდეს გამოცდილება. გამოცდილებასთან ერთად, შედეგი. იმედი მაქვს მომავალში, საქართველოდან, სხვა გუნდიც აგვიბამს მხარს და ევროტურნირებზე დაიწყებს თამაშს. ასე თუ მოვახერხებთ, ამ სუპერლიგას გავცდეთ. რაც გულშემატკივრისთვისაც საინტერესო იქნება და ქართული კალათბურთისთვისაც. მიუხედავად შედეგისა, რასაც ვაკეთებ, აუცილებელია საკლუბო და სანაკრებო კალათბურთისთვის" - ამბობს ხოშტარია.
სხვათა შორის, ბულგარეთში გამგზავრებამდე, ირაკლი ხოშტარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სუპერლიგის წინა სეზონზე, ერთპიროვნულმა ლიდერობამ დათვური სამსახური გაუწია. ჯერ, მიმდინარე სეზონი ახლა იკრებს ძალებს, თუმცა ამ სტარტიდან გამომდინარე, საქმეს შარშანდელის პირი უჩანს. ამიტომ, 25 ოქტომბრამდე, ხოშტარიას ამ კუთხითაც დავუსვით შეკითხვა, მაგალითად, კი იგებენ საქართველოში ყველაფერს, მაგრამ „ჰუვენტუტთან" და „ლუკოილ აკადემიკთან" განცდილი მარცხიდან, თუ გააკეთეს გუნდში ადექვატური დასკვნები.
„აუცილებლად, ჩემი გუნდი და პირადად მეც, ვცდილობთ სწორი დასკვნების გამოტანას, როგორც გამარჯვების, ასევე წაგების შემდეგაც. თუ ასე არ აკეთებ, მაშინ შენ მუშაობასაც აზრი ეკარგება და მთლიანად საკლუბოსაც. რა თქმა უნდა, დასკვნებს გამოვიტანთ, „ჰუვენტუტთან" თამაშის შემდეგაც, წინა თამაშიდანაც, დაგვიგროვდა გამოცდილება, რაც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ასე, რომ ვფიქრობ, ამ მხრივ, ნაბიჯებს წინ ვდგამთ. ვცდილობთ, რომ სწორად ვგანვითარდეთ. არ ვთაკილობთ სწვალას და არ დავიზარებთ შრომას. ჩვენ ვიცით და სხვამ არა, ასე არაა. ვშრომობთ ბევრს და ეს შრომა თავის შედეგს, აუცილებლად გამოიღებს. იმედი მაქვს, ეს მოხდება ადრე და არა გვიან. ამიტომ, მინდა გულშემატკივარს ვთხოვო, რომ უბრალოდ , მოვიდნენ თამაშზე და ჩვენს გვერდით იყვნენ"- ამბობს ირაკლი ხოშტარია.
ბუნებრივია, გასვლაზე 3 ქულა, სულად არ არის ცუდი. მითუმეტეს, რომ ჯგუფიდან 2 გუნდი გადის და „დინამოს" 6-დან 3 შეხვედრა სწორედ სახლში აქვს გასამართი. აქედან, ბოლოც, რომელიც სავარაუდოდ ჯგუფიდან გამსვლელი გუნდის ვინაობას გაარკვევს, 6დეკემბერს ექნება თბილისში. მანამდე კი ზეგ, 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ (ახალ სპორტის) სასახლეში. ასე, რომ მოდი და იყავი მე-6-ე!





ჩვენ








