
„დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა" ჩისკოს ხელმღვანელობით, 2020 წელს, პირველი მატჩი ჩაატარა. დინამოელებმა, ამხანაგურ შეხვედრაში „თელავი" 4-0 დაამარცხეს. პირველ ტაიმში 2 გოლო, ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა, მეორეში კი, თითო გოლი თორნიკე კაპანაძემ და კლუბის აკადემიის აღზრდილმა თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ „დინამო თბილისის" რიგებში 8 სექტემბრის ჩათვლით არ იქნებიან ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები, შუა სეზონში, თბილისელთა განახლებული სამწვრთნელო შტაბი, ცდილობს დროა არ დაკარგოს და „დინამო თბილისი" ჯერ, საქართველოს ეროვნული ლიგის 12 სექტემბრის მატჩისთვის მოამზადოს, შემდგე კი, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის იფიქროს, რომელსაც თბილისური გუნდი, 17 სექტემბერს, უელსში გამართავს.

„ევროპა ლიგასთან დაკავშირებით, წილისყრიდან ასეთ მოკლე დროში პირველადი შეფასების გაკეთება გამიჭირდება. ჩვენი სამწვრთნელო შტაბი შეისწავლის მეტოქეს და მხოლოდ ამის შემდეგ, გვექნება წარმოდგენა მოწინააღმდეგე გუნდის ძალების და ხარისხის შესახებ. ამ ეტაპზე სუსტი გუნდები ნამდვილად არ არსებობენ. პირველ რიგში, რაც გვაქვს გასაკეთებელი, არის ის, რომ გუნდში არსებული მენტალური მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ. დანარჩენი კი მომავალში გამოჩნდება და შევეცდებით, რომ ჩვენი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. თუმცა, 17 სექტემბრამდე, თამაში გვაქვს ეროვნულ ლიგაზე, ბათუმში, 12 სექტემბერს", - ამბობს ჩისკო.

დინამოელთა დაცვის მარჯვენა ფრთაზე დღეს, პირველ ტაიმში, ჰოლანდიელმა როდნი კლოოსტერმა ითამაშა. ფეხბურთელი, რამდენიმე დღეა თბილისში სინჯებს გადის და როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი აცხადებს, მასთან დაკავშირებით სამწვრთნელო შტაბი თავის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალი მიიღებს.
არაა გამორიცხული, უახლოეს დღეებში, „დინამო თბილისმა" კიდევ სხვა ცვლილებების შესახებაც გააკეთოს განცხადება.









ჩვენ








