მონხილი კვლავ „დინამო თბილისშია“

04.09.2020
ავტორი: თ.ჯ.
საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" დღეს, მორიგი ცვლილების შესახებ დააანონსა. კერძოდ, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა, გუნდში ესპანელი მცველის ვიქტორ მონხილის დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება.
„28 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი ვიქტორ მონხილი დინამოში დაბრუნდა. მან გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ვიქტორ მონხილი დედაქალაქური გუნდის რიგებში 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს" - ნათქვამია განცხადებაში.
ვიქტორ მონხილი „დინამო თბილისის" ღირსებსა 2019 წლის სეზონზე იცავდა და განვლილი სეზონში ის, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. მონხილი კლუბს ჩისკო მუნიოსის დაბრუნების შემდეგ შეუერთდა და დინამოელებთან ერთად რამდენიმე დღეა ვარჯიშობს.






ჩვენ








