საწყენად არა!
საწყენად არა!
05.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„არსენალი", „სევილია", „ლიონი", „სელტიკი" ეს იმ ცნობილი ევროპული კლუბების ჩამონათვალია, რომელთა წამომადგენლები გორში, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდნენ. ბუნებრივია, ევროპული გრანდების ჩამონათვალი, რიდს უნდა იწვევდეს, თუმცა, 21 წლის ასაკში, როდესაც მოედანზე სათამაშოდ გამოდიხარ და ალბათ, არც მერე ასაკში, სახელებთან თამაშს, თამაშამდე არ უნდა აგებდე.


სამწუხაროდ, გორში, საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი, საქართველოს ნაკრებმა მატჩის დაწყებამდე წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ამ ასაკის, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მთავარ მწვრთნელ, ვასილ მაისურაძესაც, არ ჰქონდა, გუნდის სხვა თამაშში გამოცდის საშუალება, გორში გამოსულ გუნდს, აშკარად გრანდებში მოთამაშე თანატოლების კომპლექსი უფრო ჰქონდათ, ვიდრე ის სილაღე, რაც ამ ასაკში ნებისმიერი ქვეყნის ფეხბურთელს უნდა ახასიათებდეს.




ფაქტია, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ევრო 2021-ის შესარჩევ მატჩზე, ჩვენმა ნაკრებმა ფრანგების ნახევარზე ბურთი, პირველი ტაიმის მხოლოდ რამდენიმე მომენტში გადმოიტანა.  კარის მიმართულებით, ერთხელ ირაკლი აზაროვმა, ერთხელაც ჯარიმა, ბექა დარცმელიამ, დავით სამურკასოვმა და რატი არდაზიშვილმა დაარტყეს. იური ტაბატაძის მცდელობისას კი, ბურთი ძელს მოხვდა. ჩვენგან პირველ ტაიმში, სულ ეს იყო. სამაგიეროდ, ჩვენი კარი ორჯერ აშკარა გოლისგან ძელმა იხსნა. გოლი, კი, სწორედ იმ გრანდული გუნდის წარმომადგენლის  მატეო გენდუზის სტანდარტულს მოჰყვა და ლუკა გუგეშაშვილის კარში ავტოგოლი გავიდა, 0-1.


მეორე ტაიმშიც თუ არ ჩავთვლით პატარა მონაკვეთს, დაახლოებით 75-ე წუთიდან 83-მდე, ქართველებს არც არაფერი მომენტი შეუქმნიათ. ტაიმის მიწურულს კი, გუგეშაშვილმა პენალტი აიკიდა და საბოლოო ანგარიშიც, სწორედ აქ დაფიქსირდა 0-2.




საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრა წააგო და ახლა, მომდევნო მატჩს, ლიხტენშტაინის წინააღმდეგ 8 სექტემბერს, სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი ქალაქ ესხენში ჩარტერული რეისით 7 სექტემბერს გაემგზავრება.


საქართველო: გუგეშაშვილი - ტაბატაძე, ბერიაშვილი (ქაფიანიძე, 76), ასათიანი, ანდრონიკაშვილი - სამურკასოვი (კ) (მექვაბიშვილი, 62) - დარცმელია, კუცია (კუხიანიძე, 87), სპანდერაშვილი (ბუღრიძე, 76), აზაროვი - არდაზიშვილი (გულიაშვილი, 62).

 

საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კუნდე, კამარა, მაუასა (ბარდი, 79) - რეინ-ადელაიდი (დინა, 27), გენდუზი, კაქერე - დიაბი (მბეუმო, 72), გუირი (ედუარდი, 72), ნორდინი (90 72).


გოლი: 0:1 ილია ბერიაშვილი (ავტოგოლი, 37), ოდსონ ედუარდი (90+2).


გაფრთხილება: იური ტაბატაძე (22'), სუმარე (90')ლუკა გუგეშაშვილი (90+2').

სრული სტატისტიკა