
„დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დღეს, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, კვლავ ისარგებლა სანაკრებო შესვენებით და მეორე ამხანაგური სპარინგი გამართა. დინამოელებმა, ამჯერად, ბოლნისის „სიონი", ანგარიშით 2-1 დაამარცხეს.
გოლები პირველ ტაიმში თორნიკე კაპანაძემ, ხოლო მატჩის მიწურულს ფილიპ ორშულამ გაიტანეს. ბოლნისელთაგან, გატანილი გოლის ავტორია ზურაბ ღირდალაძე, რომელმაც შეხვედრის პირველ ტაიმში მოახერხა თბილისელთა უპირატესობის გაქვითვა.

დღეს, დინამოელთა რიგებში ითამაშა ვიქტორ მონხილმა. 8 თვიანი შესვენების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის 2019 წლის ჩემპიონი გუნდის ცენტრალური მცველი, კვლავ თბილისელთა რიგებშია. მონხილმა, „დინამო თბილისთან" კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
დინამოელთა შორის, უკვე ოფიციალურ სტატუსში იასპარეზა 23 წლის ჰოლანდიელმა როდნი კლოუსტერმაც. ფეხბურთელმა, „დინამო თბილისთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე და პლიუს 2 წლით გააფორმა.

სანაკრებო შესვენების შემდეგ, დინამოელები ეროვნული ლიგის ოფიციალურ შეხვედრას 12 სექტემბერს, ბათუმში გამართავენ.





ჩვენ








