
ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 2 ფეხბურთელი დააკლდება. ივან ტრიჩკოვსკი რომელიც სომხებთან მატჩის განაცხადშიც არ იყო და კირე რისტრევსკი, როგორც ჩანს სომხებთან მატჩის დროს კუნთი დაიჭიმა და რამდენიმე ხანი თამაშს ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„ჩვეულებრივი ამბავია, რომ სასტარტო შეხვედრაში ფეხბურთელები არ იყვნენ სათანადო ფორმაში. თუმცა, ჩვენ ვითამაშეთ შედეგზე და ჩვენ ეს, გამოგვივიდა. ასეთი დიდი შესვენების შემდეგ, ეს თამაში მისაღები იყო", - სომხებთან გამარჯვების შემდეგ აცხადებს, იგორ ანგელოვსკი, ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ის, რომ გუნდი, სომხებთან მატჩში არ იყო სათანადო ფორმაში და მხოლოდ, 2 გოლის გატანა მოახერხა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 8 სექტემბრის მეტოქე გუნდის მწვრთნელი, იმ გარემოებასაც აბრალებს, რომ მატჩი არასაფეხბურთო დროს ჩატარდა და ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე არავინ იზრუნა.
საქართველოში გამომგზავრებამდე, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა პეტრ მილოშევსკის საწვრთნელ ცენტრში ივარჯიშა. თუმცა, ვარჯიშზე ეროვნული ნაკრების ის ფეხბურთელები არ ყოფილან, რომლებმაც 5 სექტემბერს, სომხებთან ითამაშეს და ანგარიშით 2-1 გაიმარჯვეს. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში სამივე გოლი 11-მეტრიანით გავიდა. ქართველთა მომავალო მოწინააღმდეგეთაგან პენალტები ეზგიან ალიოსკიმ და ილია ნესტოროვსკიმ გაიტანეს.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში ხვალ ჩამოვა.





ჩვენ








