თბილისის „დინამო“ ფიბა ევროპის თასზე რუმინულ გუნდს დაუპირისპირდება
თბილისის „დინამო“ ფიბა ევროპის თასზე რუმინულ გუნდს დაუპირისპირდება
25.10.2017
ავტორი:

საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" ხვალ, 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფიბა ევროპის თასზე მეორე და პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს. „დინამოსა" და რუმინულ „კლუჟ - ნაპოკას" შეხვედრა, თბილისის დროით 19:00 დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ფიბა ევროპის თასის მატჩამდე ბოლო ვარჯიში დღეს საღამოს გამართა. ბოლო ინფორმაციით, ხვალინდელ თამაშსს სავარაუდოდ გამოტოვებს სერბი ნიკოლა გაჩეშა, რომელზეც დინამოელები დიდ იმედებს ამყარებდნენ და რომელმაც ორშაბათს, სუპერლიგის მესამე ტურის შეხვდრაში ფეხი გადაიბრუნა. გაჩეშამ ფეხის ტრავმის გამო, საქართველოს სუპერთასის შეხვედრაც გამოტოვა, თუმცა მას შემდეგ, სოფიაში, „ლუკოილ აკადემიკთან" მაინც ითამაშა.

 

გუნდში ნორმალური სიტუაციაა, თუმცა გვაქვს პრობლემა. ნიკოლა გაჩეშამ ვერ ივარჯიშა დღეს. მას აწუხებს, ფეხის ტრავმა, რომელიც ბოლო თამაშში, „რუსთავთან" მიიღო.  ხვალინდელ შეხვედრაში, ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ ჩვენი თამაშის მაქსიმუმი, არ შევირცხვინოთ თავი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და დაველოდოთ ბოძებულ შანსს.   ვფიქრობ, როგორც გასვლით მატჩში „ლუკოილის" წინააღმდეგ, სადაც ბოლო წამზე გადაწყდა თამაში ბედი, რუმინელებთანაც გვექნება შანსი და ჩვენ დაველოდებით მას.  გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ 40 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ისევე როგორც წინა შეხვედრებში" - ამბობს ირაკლი ხოშტარია, „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.  

გაჩეშას გარდა, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკასთან" მატჩში, კიდევ ერთი „დინამოელის" მიხეილ ბერიშვილის მონაწილეობის საკითხი, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. „თუკი მათ თამაში ვერ შეძლეს, ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი ხვალინდელი მეტოქე  ძალიან ძლიერია. რუმინული გუნდი ფავორიტია როგორც ჩვენი ქვეჯგუფის, ისე მთლიანად გათამაშების", - ამბობს ირაკლი ხოშტარია.

 

ბულგარეთში გაცდენილი თამაშს შემდეგ, გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა მიხეილ ბერიშვილმაც. შეგახსენებთ, კალათბურთელმა „ლუკოილ აკადემიკთან" მატჩამდე მუხლის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და თამაში ვერ შესძლო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი მას სრულფასოვანი კვლევა ჩაუტარდა და მხოლოდ ამის შემდეგ, „დინამოსა" და ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ვარჯიში განაახლა. „მოგეხსენებათ, ჩვენს ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია „კლუჟი", რომელმაც წინა ტურში „ისთანბულს" 20 ქულაზე მეტით მოუგო. ვემზადებით, გვქონდა ვიდეო-განხილვები და ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ გულშემატკივარს. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ექიმი გადაწყვეტს, ვითამაშებ თუ არა" - ამბობს მიხეილ ბერიშვილი.

 

იყო თუ არა შანსი, მნიშვნელოვანი თამაშის წინ, დინამოელთა რიგებში ჯანმრთელი მოთამაშეების რიცხვი არ შემცირებულიყო, ალბათ იყო, თუკი 25 ოქტომბრის მატჩამდე 3 დღით ადრე, „დინამოს" სუპერლიგის მატჩის გამართვა არ მოუწევდა. თუმცა, ირაკლი ხოშტარიას აზრით, „მგლის შიშით ფარა ვის გაუწყევტიაო". „სამწუხაროდ, ასეთი ტრავმებისგან დაზღვეული არავინ ვართ. ამიტომ უნდა მივეჩვიოთ, თუ გვინდა, რომ მომავალში, საქართველოს რომელიმე კლუბმა ევროტურნირზე ითამაშოს, უნდა მივეჩვიოთ და მოვახერხოთ, ყოევლ მე-3 დღეს თამაშსს. კი, რისკი ყოველთვის არის, რომ ვინმე დაგემტვრეს, მაგრამ არანაკლები რისკი, შესაძლოა ვარჯიშის დროს უფრო მეტი არის", - ამბობს ირაკლი ხოშტარია.  

„დინამოს" ხვალინდელ მოწინააღმდეგეს, თანაბრად დაბალანსებული გუნდი ჰყავს, რომელსაც ყველა ევროპულ გუნდის მსგავსად ე.წ. პერიმეტრი აქვს ყველაზე უფრო მოწესრიგებილი. „კლუჟ - ნაპოკამ" პირველ მატჩში, სტამბულის BBSK-ს 21 ქულის სხვაობით მოუგო. „ჯერ მხოლოდ, ერთი თამაში ვითამაშეთ. ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. კი, ჩვენ მოვიგეთ ერთი თამაში, მაგრამ არაა გამორიცხული წავაგოთ ყველა დარჩენილი 5. ჩვენ უნდა მივყვეთ მოვლენებს, მოვუმატოთ თამაშიდან-თამაშში, ნაბიჯ-ნაბიჯ, გამოცდილებას დავუმატოთ გამოცდილება. ასე, რომ ვნახოთ რა იქნება" - ამბობს, „კლუჟ - ნაპოკას" მთავარი მწვრთნელი მიჰაი სილვასანი.

 

რუმინელთა 32 წლის მწვრთნელი, საქართველოში მესამედაა. რუმინეთის ნაკრების კაპიტნის რანგში, თბილისში რამდენიმე წლის წინ მოუხდა ჩამოსვლა. ჩვენი ქალაქიდან, ერთად-ერთი რაც ახსოვს, ლამაზი ადგილი, სადაც გუნდი ცხოვრობდა, დიდი დარბაზი, სადაც ითამაშა და ის, რომ ყველა თამაში წააგეს. „რა თქმა უნდა, აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ მოვიგოთ. „დინამო" ვიცით, რომ კარგი გუნდია და არის თქვენი ქვეყნის ჩემპიონი. ჩვენ გვაქვს ნანახი მათი თამაშები, მათ შორის ის შეხვედრაც, რომელიც ერთი კვირის წინ ბულგარეთში გამართეს. ხვალ, უპირობოდ, ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, არის მოგება", ასე გვეუბნება ჩვენ, ქართველ ჟურნალისტებს სილვასანი, თუმცა ფიბას ოფიციალურ გვერდზე მიცემულ ინტერვუში, თავის განცხადებებში უფრო თამამია და ამბობს, რომ ჯგუფში, „დინამოს", ყველაზე სუსტი მეტოქე ჰყავთ. რაც შეეხება, საკუთარი გუნდის შესახებ შეფასებებს, არ მალავს, რომ „მე ვფიქრობ, რომ ჩემს გუნდს დაცვით ხაზშში, დიდი როტაციის უნარი შესწევს. ამ კუთხით თამაშს, ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ, ვთამაშობთ აგრესიულ დაცვას. შეტევაში შეგვიძლია სისწრაფეზე ავაგოთ ბევრი რამ, ასე, რომ ვნახოთ".

ხვალ, რომ ბრძოლა იქნება ეს ორივე გუნდს გათვითცნობიერებული აქვს. ფაქტია, რომ „დინამოს" ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მე-6 მოთამაშე, რადგან ტურნირზე დებიუტანტობისა და 2 ძირითადი მოთამაშის ტრავმის მიუხედავად, კალათბურთი ის თამაშია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ, როგორც ხოშტარია იძახის, „დინამოსთის" ახალი მოცემულობის მიუხედავად, ხვალ ბიჭები იმ თამაშს ითამაშებენ, რაც შემდეგ, თავაწეული სიარულის უფლებას მისცემს.

 

შეგახსენებთ, რომ E ჯგუფში, რომელშიც „დინამო" ასპარეზობს, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკა" , ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკი"  და თურქულ სტამბულის BBSK  ასპარეზობენ. ფიბა ევროპის თასზე ჯგუფში 6 ტურის შემდეგ  მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 2 გუნდი  გავა.  და ბოლოს, რუმინული კლუბის შემდეგ, „დინამო" მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს, სტამბულში გამართავს. გუნდთან, რომელმაც ჯგუფის სასტარტო შეხვედრა სწორედ რუმინულ კლუბთან წააგო. ამდენად, ჩვენი ბოლო შეკითხვა, მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე, სილვასანთან BBSK-საც შეეხებოდა. „BBSK არის კარგი გუნდი. მათ ჰყავთ მოთამაშები, რომლებიც თამაშობენ ევროპის წამყვან ნაკრებებში, როგორებიც სერბეთი, სლოენია და ხორვატია არის. ინდივიდუალურად,  ყველა ეს კალათბურთელი კარგი მოთამაშეა, თუმცა  იმ დღეს, ჩვენთან არ გამოივიდათ. ისევე როგორც ყველა გუნდს, მათაც აქვთ კარგი და ცუდი თამაშები. ჩვენთან ჰქონდათ ცუდი თამაში. ჩვენ  გაგვიმართლა, იღბალი ჩვენსკენ იყო და მოვიგეთ 21 ქულით" , ამბობს რუმინელთა თავკაცი.

დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს საღამოს 19:00, თბილსის ოლიმპირ სასახლეში, „დინამო" თბილისი, თქვენი სახით, მე-6 მოთამაშეს ელის.