თამაში ხალხისთვის, რომელიც ახლოს იქნება
თამაში ხალხისთვის, რომელიც ახლოს იქნება
07.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო არენაზე", ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ახალი სანაკრებო ციკლის დაწყებამდე პირველი შეხვედრა მედიასთან  შეზღუდული იყო. კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, უეფა-ს ერთა ლიგის მეორე გათამაშების მეორე საასპარეზო ტურის დაწყებამდე, თანაც, ესტონეთში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და მედიას შორის შეხვედრაზე სრული ჰარმონია იყო. პირველად, ბოლო წლების, და არა მხოლოდ, ვლადიმირ ვაისის თავკაცობის პერიოდში, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რესპოდენტებს უხერხული შეკითხვებისთვის პასუხების გაცემა არ მოუხდათ.


თავის მხრივ, ქართველთა ნაკრების თავკაციც არ უარყოფდა, რომ კვლავ თბილისში იყო და კვლავ, „დინამო არენაზე" თამაშისთვის ემზადებოდა. „მოხარული ვარ, რომ კვლავ ვხდებით თბილისში. მიხარია, რომ ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ. ხვალინდელი მეტოქე, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. თუმცა, მზად ვართ, რომ მოვიპოვოთ 3 ქულა და კარგი თამაში ვაჩვენოთ", - აღნიშნა ვაისმა.




კომპლიმენტები სიამოვნებს ყველას. ბუნებრივია, გამონაკლისი ვერც ვლადიმირ ვაისი შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც დღეს, პრესკონფერენციაზე მყოფი ჟურნალისტების ნაწილმა შეახსენეს, რომ ის, პირველი მწვრთნელია, რომელმაც ესტონეთში „მოიგო" და რეკორდი მოხსნა. თუმცა, შემდეგ, დიალოგი მეტ-ნაკლებად პრობლემური საკითხებით გაგრძელდა. იქნება თუ არა გვილია მომავალ თამაშზე. მოახერხებენ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, უკვე ოქტომბრის მატჩზე კაშია და ყაზაიშვილი.


„ვაკო გვილია, ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის. მას პირველი მატჩის გამოტოვება მოუხდა. მას ჰქონდა, უმნიშვნელო პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, ტრავმა არ ჰქონია. მას დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის 3-4 დღე ჰქონდა და ახლა, თამაშისთვის მზად არის,"- ამბობს ვაისი.




მთელი პრეს-კონფერენციის მანძილზე, ვაისი ხაზს უსვამდა, რომ დღეს ის, კონკრეტულად ხვალინდელ თამაშზე იყო ორიენტირებული, თუმცა, შიგადაშიგ მაინც 8 ოქტომბრისკენ იყურებოდა. მაგალითად, კორონა ვირუსის პანდემიის გამო გართულებული მოგზაურობები, პრობლემებს აუცილებლად შეუქმნიდა ვაკო ყაზაიშვილს და გურამ კაშიას. თუმცა, ნაკრების თავკაცი, აქაც ამბობს, რომ ამერიკულ გუნდთან, სფფ-ს კავშირი აქვს და ერთ თვეში, ოქტომბრის თამაშისთვის მოსამზადებლად, ქართველები, სამშობლოში იქნებიან.


„აქ, მე რაც მაფიქრებს, ის გარემოებაა, რომ კაშია სკამზეა. ვაკო კიდევ, ბოლო თამაშის სასტარტო განაცხადში არ იყო. თუმცა, ეს ორი ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან და ჩვენ, ისინი გვჭირდებიან. მათ აქვთ გამოცდილება, ისინი ჩვენი გუნდის ლიდერები არიან და იმედი, მაქვს, რომ ოქტომბრის თამაშებისთვის, აქ იქნებიან", - ამბობს ვაისი.




ბუნებრივია, ახალი სანაკრებო ციკლის წინ, მითუმეტეს, რომ უეფა-ს ფორმატის შეცვლა მოუხდა და ახლა გუნდებს ძველი და ახალი თამაშების ჩატარება მიჯრით უწევთ, საინტერესოა, ნაკრების თავკაცს, ვისი ეიმედება.


ვაისი ჩაკვეტაძეზე: „ყველას უნდა ის „ჩაკვე" იხილოს" რაც 2 წლის წინ იყო. თუმცა, ჯერ ტრავმის და შემდეგ კორონა ვირუსის პანდემიის გამო, მას ბევრი დრო გაუცდა. ახლა, მას დრო და თამაშებისთვის მზადება სჭირდება. აქ, დადებითი არის იქ, რომ ჩაკვეტაძემ ესტონეთთან 80 წუთი ითამაშა და იმედი მაქვს, რომ ხვალაც ითამაშებს. არაა მარტივი, ტრავმის შემდეგ დაბრუნება. მიხარია, რომ ის დაბრუნდა და ჩვენთან არის".


ვაისი კვარაცხელიაზე: „ყველამ იცის, რომ „კვარა" დიდი ტალანტია. გული მწყდება, რომ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მივეცით თავის გამოჩენის შანსი, არაბიძეს, ხარაბაძეს, თუმცა, ამ ეტაპზე მათ ეს ვერ მოახერხეს. კვარაცხელიასთან, საქმე სხვაგვარადაა. მას, ახლა ჰყავს, კარგი მწვრთნელი. აქვს პროგრესი. ის, 19 წლის ასაკში იწყებს კარიერას და ბოლო თამაშებში აჩვენებს კლასს. მჯერა, რომ ხვალაც გამოიჩენს თავს. ის არის კარგი შემტევი, გამოირჩევა ბოლო პასებით. ზოგჯერ, თამაში არ მისდის. ზოგჯერ გამოდის. ის არის ტალანტი და საკუთარი ბედის პატრონიც თავადაა".


ვაისი ოქრიაშვილზე: „ოქრიაშვილს თავის ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. მან მუხლზე ორჯერ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა ახლა, საბედნიეროდ ყველაფერი დაალაგა. ოქრიაშვილი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მას უყვარს ფეხბურთი, მისი ტალანტი უბრალოდ გასაოცარია, თუმცა ტრავმები სრულფასოვნად მზადყოფნის შესაძლებლობას არ აძლევს. სასიხარულოა, რომ ის დაბრუნდა".




ხვალინდელი თამაში მაკედონიასთან მნიშვნელოვანია. ეს იციან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმაც და ეს იციან სტუმრებმაც. ბუნებრივია, სწორედ აქედან გამომდინარე 8 ოქტომბრის თამაშებზე, ქართველები ბელარუსზე და ჩრდ. მაკედონიელები - კოსოვოზე, ჯერ ღიად არ  ლაპარაკობენ. ორივე გუნდში კარგად ესმით, რომ 1 თვე, საკმაოდ დიდი დროა და ფეხბურთი კიდევ, ისეთი თამაში, რომლის დროსაც ბევრი შეიძლება მოხდეს. მათ შორის უსიამოვნო ფაქტებიც, მაგალითად დაიმტვრნენ ფეხბურთელები. თუმცა, ორივე ნაკრებში მიაჩნიათ, რომ ხვალინდელი თამაში, შესაძლოა მომდევნო, უფრო მნიშვნელოვანი თამაშისთვის გენერალური რეპეტიცია იყოს და ყველა შეეცდება საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას.


„ჯგუფური ეტაპი ჩვენ გამარჯვებით დავიწყეთ, თუმცა, არ ვთვლი, რომ ხვალ ფავორიტები ვართ. ამავდროულად ვთვლი, რომ ჯგუფში, პირველი ადგილისთვის, ამ ეტაპზე, გამოკვეთილი ფავორიტი არავინაა. ოთხივე გუნდს, თანაბარი შანსები აქვს. ჩვენ რთული მატჩი გველის, რადგან ქართველებს კარგი არჩევანი აქვთ. ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით, დეტალებში ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ, მაგრამ გუნდს, ყოველთვის იმისთვის ვამზადებ, რომ რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ. ვისურვებდი, რომ აქ, კიდევ ერთხელ ჩამოვიდე და ფლეი-ოფის ფინალი ვითამაშო ნოემბერში",  - ამბობს იგორ ანგელოვსკი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.




ანგელოსვკის გუნდმა, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებმა დღეს, „დინამო არენაზე" თითო-თოთო საათი ივარჯიშა. ორივე გუნდში, იმ 15 წუთში, რისი უფლებაც რეგულაციით გვგქონდა და რისი ხილვაც მოვასწარით, ორივე გუნდში ამაღლებული განწყობაა. ბუნებრივია, ეს იმ გარემოებითაც არის გამოწვეული, რომ ერთა ლიგის ახალი ციკლი საქართველოს ნაკრებმაც და ჩრდ. მაკედონიელებმაც გამარჯვებით დაიწყეს. შესაძლოა, მაკედონიელების კარგი განწყობა იმითაც იყო განპირობებული, რომ სკოპიეს მსგავსად, თბილისში თამაში არა 15:00 საათზე, არამედ, ქართული დროით 20:00 საათზე იწყება და შესაბამისად, ანგელოვსკის ის პრობლემაც, რომ ფეხბურთელებზე არავინ ზრუნავს, მოხსნილია.  




„ხვალ, ორივე გუნდს მოგების თანაბარი შანსი აქვს. ეს, არ არის მარტო მატჩი, სათამაშო სპექტაკლზე გათვლილი, ეს არის ფსიქოლოგიურად დატვირთული მატჩიც. ვთამაშობთ ხალხის გარეშე და ვიცი მილიონობით ადამიანი, მთელს ქვეყანაში ელოდება ამას. ამას ჩვენ ვგრძნობთ და გვჯერა, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე" - ამბობს ვლადიმი ვაისი.


და ბოლოს შეგახსენებთ, რომ მატჩი „დინამო" არენაზე, 8 სექტემბერს, 20:00 დაიწყება და მასზე გულშემატკივარი არ დაიშვება.