
კულუარული ინფორმაციით, ბათუმში, დაანონსებული ახალი სტადიონის გახსნა გადაიდო. შესაბამისად წლის მატჩი, რომელიც ადგილობრივ „დინამოსა" და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „დინამო თბილისს" შორის, სწორედ, ამ ახლა სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, დიდი ალბათობით „ანგისაზე" გაიმართება. ეს ცვლილება, ბათუმში და ქობულეთში, ბოლო დროს, კორონა ვირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდით არის გამოწვეული.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, არაა გამორიცხული, რომ უკვე „დინამო თბილისმა", 12 სექტემბრის მატჩის გადავადება ითხოვოს. მითუმეტეს, რომ გუნდს, 17 სექტემბერს, უელსში, „ქონას ქი"-ს წინააღმდეგ უწევს თამაში და შესაძლოა, მცირე, მაგრამ ალბათობა იმის, რომ ფეხბურთელები დაინფიცირდნენ, რეალობას მოკლებული არ არის. ამას გარდა, ბოლო 2-3 წლის მანძილზე, მაშინ როცა, მსოფლიო ეპიდემიას არ ებრძვოდა, სხვადასხვა ქართული კლუბების თხოვნა, სფფ-მ დააკმაყოფილა და თამაშები გადაუდო.
ამასობაში კი, ბათუმური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი გუნდიდან ლიდერის და საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯოვინო ფლამარიონის გუნდიდან წასვლის შესახებ იტყობინება.
გვერდის ინფორმაციით, ჯოვინო ფლამარიონ კარიერას ვოლგოგრადის როტორში გააგრძელებს და დღევანდელი ინფორმაციით, რუსეთის პრემიერლიგაში იჯარის წესით 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. ცნობილია, რომ ფეხბურთელის ქართულ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბერს იწურება. „როტორს" კი, ფეხბურთელის გამოსყიდვა, მონტენეგროს „ლოვცენიდან" 2017 წელს დაიმატა, გამოსყიდვა 4 თვის შემდეგ, 3 მილიონ ევროდ შეეძლება.
„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ რა მნიშვნელობის ფეხბურთელია ფლამარიონ ჯოვინო დინამო ბათუმისთვის, მაგრამ ამასთან ერთად გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ფეხბურთელების წასვლა და მოსვლა შეუქცევადი პროცესია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ფეხბურთელის ინტერესები, ეს მისი არჩევანიც იყო. თუ ჯოვინოს ტრანსფერმა გაამართლა ეს დინამო ბათუმისადმი ინტერესს მნიშვნელოვნად აამაღლებს. ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით ამბიციური პროექტის განხორციელების პროცესს, გულშემატკივრებს მინდა პირობა მივცე, რომ დინამო ბათუმში ძალიან მალე არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს ჩამოვიყვანთ", - ამბობს არჩილ ბერიძე, ბათუმის „დინამოს" პრეზიდენტი.
თუ როგორ განვითარდება ბათუმის ახალ სტადიონთან და 12 სექტემბრის მატჩთან დაკავშირებული მოვლენები, ჩვენი გვერდი, ხვალინდელი დღის ბოლომდე შეეცდება გაცნობოთ.





ჩვენ








