
ამ შინაარსის სტატუსი, რამდენიმე საათის წინ ქართველმა მთამსვლელმა, არჩილ ბადრიაშვილმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, სამმა მთამსვლელმა, გიორგი ტეფნაძე, ლევან ლაშქარაშვილმა და არჩილ ბადრიაშვილმა, სვანეთში, აილამას მწვერვალზე ახალი მარშრუტი გაიარეს.
„გიორგი ტეფნაძემ, ლევან ლაშქარაშვილმა და მე სამ დღიანი რთული ვერტიკალური მოგზაურობის შემდეგ გავიარეთ 5ბ კატეგორიის ახალი გზა კავკასიონის ერთერთ გამორჩეულ, ერთ დროს ლეგენდარულ და სამწუხაროდ ბევრი წლის განმავლობაში მივიწყებულ მწვერვალზე, რომელიც ყველა თაობის გამორჩეულ მთამსვლელებს იზიდავდა. ამ კედელზე აქვთ საკუთარი გზა მიხეილ ხერგიანს, შალვა მარგიანს და სხვას.
მეგობრული თავგადასავალი, დაძაბული ასვლა და დაშვება როგორც კიდევ ცალკე მარშრუტი (მარცხენა ქედით ცის ფონზე) მშვიდობიანად დასრულდა!" - ამბობს არჩილ ბადრიაშვილი.
მაშ ასე, მწვერვალი აილამა 4547 მ.
მარშრუტი: 2000 ვერტ/მ. აქედან 850 ვ/მ ახალი გზა.
კატეგორია 5ბ; გავლილი თავისუფალი ცოცვით (მარშრუტის 90% და მეტი სამივემ ცოცვით გავიარეთ)
ეს კი, ის ჩანაწერია, რომელიც, უკვე სხვა ექსპედიციებს გამოადგებათ სახელმძღვანელოდ. მანამდე, კი სვანეთში ექსპედიცია გრძელდება. ბადრიაშვილის ინფორმაციით, ლევანი სხვა ექსპედიციას შეუერთდა. ბადრიაშვილი-ტეფნაძის წყვილს კი ექსპედიციის ბოლომდე ზურგს გამოცდილი მთამსვლელები, ზურა ბადრიაშვილი და გეზი კახაბრიშვილი გაუძლიერებენ.
TSFF.Ge ულოცავს ბიჭებს მორიგ მწვერვალს და ექსპედიციისთვის განკუთვნილ დროში, წარმატებულ ასვლებს და მწვანეზე მშვიდობიან დაბრუნებას უსურვებს.


ექსპედიციის ფოტოები





ჩვენ








