ფრე ცარიელ „დინამო არენაზე“
ფრე ცარიელ „დინამო არენაზე“
08.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოც და ჩრდილოეთ მაკედონიაც, უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფებზე აკეთებს აქცენტებს. მაკედონიელები ამბობენ, რომ დღეს მათ რამდენიმე ძირითადი მოთამაშე აკლდათ, თუმცა, საქართველოს ნაკრებმაც, „დინამო არენაზე" გამართულ 8 სექტემბრის შეხვედრაში, რამდენიმე ძირითადი მოთამაშის გარეშე ითამაშა.


„მატჩამდე ვთქვი, რომ ბატონ ვაისს და მის გუნდს პატივს ვცემ, თუმცა რთული პერიოდია და რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, წინააღმდეგ შემთხვევაში უკეთ თამაში ნამდვილად შეგვიძლია. რაც მოედანზე მოხდა, იმის გათვალისწინებით კარგი შედეგია. საქართველოს ნაკრები დომინირებდა, თანაც ჩვენ ბოლო ნახევარი საათი მინდორზე კაცნაკლულნი ვიყავით", - ამბობს ანგელოვსკი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.




იგორ ანგელოვსკი, მისი გუნდის წარუმატებლობას, ბოლო ნახევარი საათი კაცნაკლული შემადგენლობით თამაშს აბრალებს, ვლადიმირ ვაისი კი, თვლის, რომ ჩვენი გუნდი მისი მოსვლის დღიდან, ფორვარდების არ ყოლას განიცდის, მათ კი ვინც, ჰყავს, უფრო მეტად მომზადება სჭირდებათ.


„თავდამსხმელი ჩვენი პრობლემაა და ეს პრობლემა ახლა არ გაჩენილა. ეს მას მერე ხდება, რაც გუნდში მოვედი. კაჭარავამ პირველ შეხვედრაში კარგად ითამაშა, თუმცა მანაც და ქვილითაიამ უფრო მეტი უნდა იშრომონ რომ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ, ის თამაში, რომელსაც ისინი ახლა აჩვენებენ საკმარისი არ არის. ცენტრ-ფორვარდების გამო კმაყოფილებას ვერ გამოვხატავ. ბუდუ ზივზივაძეს ვაკვირდები, მე ახალ გუნდში მის თამაშს ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ მან ისევე ითამაშა, როგორც ქვილითაიამ დღეს", - ამბობს ვაისი.




უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის, ამ შეხვედრამდე დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციამდე, ვაისმა აღნიშნა, რომ ის ჩრდ. მაკედონიასთან მატჩში შანსს ახალგაზრდებს მისცემდა და შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაშიც ერთდროულად ზუკა დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ნიკა მალი გამოუშვა მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა აკლდა ქვილითაიას, ვაისმა მას დღეს თამაშის საშუალება მისცა.


„ნიკა მალიმ საწყისი 25-30 წუთი კარგად ჩაატარა, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა. ხდება ხოლმე, ის კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, მე დავუშვი შეცდომა, რადგან ცოტა ნაადრევად ვენდე. სამწუხაროდ, მალის შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ამით მისი სანაკრებო კარიერა არ დასრულებულა, მას ყველაფერი წინ აქვს", - ამბობს ვაისი, რომელიც მიიჩნევს, რომ მალის გარდა, იმ ფეხბურთელებს, რომლებისაც დღეს  მისცა თამაშის საშუალება და რომელებიც მისი სამწვრთნელო კარიერის დროს, ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი, კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვთ სასწავლი. თუმცა, შეცდომების გარეშე ფეხბურთი არ არისო.




„ჩაკვეტაძე ზედიზედ ორი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში დასაწყებად მზად არ იყო და სწორედ, ამიტომ დავტოვე ის სათადარიგოთა სკამზე. გიორგი ჩაკვეტაძემ ამ სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, ქვილითაიას საერთოდ არ ათამაშებენ, ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთის და კვიპროსის ჩემპიონატი მიმდინარეობს და ეს მოედანზეც ჩანს. ყველა ფეხბურთელი 100%-ით ფიზიკურად კარგ ფორმაში არ არის", - ამბობს ვაისი.


საქართველო -  ჩრდ. მაკედონიის დაპირისპირებაში, ბურთს ფლობის კუთხით დღეს, ქართველებმა მეტოქეს, ოდნავ ვაჯობეთ, 55/45 და ეს იმის ფონზე, როდესაც ყველა, სამწვრთნელო შტაბიან, რიგითი გულშემატკივრით დასრულებული აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ ამ მატჩის ქართველები ენეს ბარდის, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 20 მილიონი ევროა და გამოცდილ გორან პანდევს ეთამაშნენ. მილიონები, მილიონებად, მაგრამ მგონი დგება დრო, საქართველოში მილიონების გარდა ან მილიონებთან ერთად, ფეხბურთელებმაც და გულშემატკივარმაც, ცოტა პატრიოტიზმის ცნებაც გაიხსენოს და უბრალოდ, საკუთარ თავში პროფესიონალის გაზრდას შეეცადოს.




მატჩის შემდეგომ პრესკონფერეციაზე ორივე მწვრთნელმა აღნიშნა, რომ რთული თამაში გამოვიდა. ვაისმა ისიც თქვა, რომ ჩვენ უკეთესი თამაშიც შეგვიძლიაო. თუმცა, თუ ორივე მწვრთნელის მოლოდინს გავითვალისწინებთ, რომ შესაძლოა, ფლეი-ოფის ფინალში სწორედ ეს გუნდები წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ, რთული გასაგები არ უნდა იყოს, რომ დღევანდელ მატჩში, გუნდებმა, უბრალოდ, ერთმანეთს კბილი მოუსინჯეს.


რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, აქ ანგარიში 11 მეტრიანით თორნიკე ოქრიაშვილმა მატჩის მე-14 წუთზე გახსნა, 1-0. 34-ე წუთზე კი, წონასწორობა რისტოვსკიმ აღადგინა 1-1. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც  გოლი გავუშვით, რაღაც მომენტში, თამაში დავთმეთ. რაც შეეხება მეორე ნახევარს, აქ ქართველებს კი, ჰქონდათ კარის ჩარჩოს მიმართულებით დარტყმის მცდელობა, მაგრამ რეალურად სტუმრები გოლს, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროსი მე-5 წუთზე გადაურჩნენ, როდესაც შეცვლაზე შემოსული ლევან შენგელიას დარტყმული, შემთხვევით მოხვდა, სტუმართა მეკარეს.




მატჩის სტატისტიკა


მომდევნო შეხვედრას, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები უკვე ერთა ლიგის წინა გათამაშების ფლეი-ოფის ½ ფინალს ითამაშებენ. ჩვენ თბილისში, 8 ოქტომბერს,  ბელარუსს დავუპირისპირდებით, ჩრდ. მაკედონიელები კი, კოსოვოს გუნდს შეხვდებიან.


დღესვე, სომხეთმა სახლში ესტონეთი დაამარცხა ანგარიშით 2-0.


ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა



პს - მადლობას ვუხდი ამირამ შაიშმელაშვილს კოლეგიალური დამხარებისთვის

ფოტოები: თამარ ჯიშკარიანის