კორონამ წლის მატჩის ჩატარების ადგილი შეცვალა

09.09.2020
ავტორი: თ.ჯ.
აჭარაში გართულებული ეპიდსიტუაციის გამო ბათუმში, არა მხოლოდ ახალი სტადიონის გახსნა გადაიდო, არამდე, 2020 წლის სეზონის ცენტრალური შეხვედრა ადგილობრივ „დინამოსა" და „დინამო თბილისს" შორისაც სხვა ქალაქში და სტადიონზე გაიმართება.
სხვადასხვა ლიგებში მატჩის გადადების ან მათი ჩატარების ადგილის ცვლილებაზე, სფფ-მ დღეს იმსჯელა და ქვეყნის ჩემპიონატის ფორმატში რიგი ცვლილებები შეიტანა. მათ შორის შეცვალა, ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩის, ბათუმის „დინამოსა" და „დინამო თბილისის" ჩატარების ადგილი. შესაბამისად, 12 სექტემბრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება და ის 21:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული ცვლილება უკვე მითითებულია, ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.





ჩვენ








