„ნორჩი დინამო“ სატურნირო ცხრილში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა
„ნორჩი დინამო“ სატურნირო ცხრილში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა
09.09.2020
ავტორი: თ.ჯ.


ქალთა ლიგის მე-6 ტური 12 სექტემბერს გაიმართება. ამ დღეს, მიმდინარე გათამაშების 6 შეხვედრა ჩატარდება. ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ ერთი მატჩი, რომელიც ბათუმში იყო დაგეგმილი და ერთმანეთის პირისპირ „ბათუმი" და „თბილისის „კვარტალი" უნდა წარმდგარიყვნენ, აჭარაში კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული საშიში ეპიდსიტუაციის გამო, დროებით გადაიდო.


დღეს კი, ხობში ქალთა ლიგის მე-3 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. პ. თათარაშვილის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა „კოლხეთმა", „ნორჩ დინამოს" უმასპინძლა.


ამ შეხვედრაში გოლები პირველ ტაიმში გავიდა და შესაბამისად, მატჩის ბედიც, შეხვედრის ამ მონაკვეთში გადაწყდა. ანგარიში მე-9 წუთზე მარიამ მოდრეკილაძემ გახსნა. 26-ე და 28-ე წუთებზე კი, თბილისელებმა, ჯერ მარიამ ჯანიკაშვილმა და შემდეგ ეკატერინე ხარაიშვილმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. ამავე ტაიმში, მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. ის, ანა წულაიას ანგარიშზეა.


ამ შეხვედრაში, ანგარიში აღარ შეცვლილა. შესაბამისად, „ნორჩმა დინამომ", გასვლაზე 1-3 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე-5 საფეხურზე ამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების 5 ტურის შემდეგ, გათამაშებას დაკარგული ქულების  გარეშე თბილისის „ნიკე" და ქუთაისის „მართვე" ლიდერობენ.


მომდევნო ტური, 12 სექტემბერს გაიმართება.


იხილეთ სატურნირო ცხრილი და თამაშების კალენდარი: https://bit.ly/3m8slDt