
დღეს დილით, 27 წლის ირანელი მოჭიდავე, ნავიდ აფკარი სიკვდილით დასაჯეს დასაჯეს. #bluegirl - ის სახელით ცნობილი სარა ხოდაიარის შემდეგ, რომელიც საფეხბურთო მატჩზე დასწრების გამო 2019 წელს დასაჯეს სიკვდილით, ნავიდი, მეორე ადამიანია, რომლის შეწყალებასაც მსოფლიოს სპორტული საზოგადოება ითხოვდა. თუმცა, ირანის ხელისუფლებამ ეს თხოვნაც, არაფრად ჩააგო.
სიკვდილით დასჯილ ირანელ მოჭიდავეს, მას ბრალად ედებოდა ანტისახელმწიფოებრივ აქციებში მონაწილეობა, 2018 წელს შირაზში დაცვის თანამშრომლის მკვლელობა, ასევე ირანის სულიერი ლიდერის შეურაცხყოფა.
დღესვე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) შოკირებულია ირანელი მოჭიდავის, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო, საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
„IOC შოკირებულია დღევანდელი ცნობით. გულსატკენია, რომ მთელი მსოფლიოს სპორტსმენთა მოწოდებებმა და კულისებში IOC-ის, ირანის ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) და ირანის ჭიდაობის ფედერაციის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ მიზანს ვერ მიაღწია. ჩვენი ფიქრებით ნავიდ აფკარის ოჯახთან და მის მეგობრებთან ვართ", - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებაში, რომელმაც ნავიდ აფკარის დანდობის თხოვნით, ამასთან ქვეყნის სუვერენიტეტისადმი პატივისცემით, უშუალოდ მიმართა ირანის უმაღლეს ლიდერს და ქვეყნის პრეზიდენტს, მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებას მოუწოდა სისრულეში არ მოეყვანა აფკარისთვის გამოტანილი სასჯელის უმაღლესი ზომა.
ლურჯი გოგონას შემთხვევის შემდეგ, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია, ირანს სანქციების შესახებ შეატყობინა და ამის შემდეგ ირანის საფეხბურთოა ნაკრების თამაშზე ქალებს ცალკე ტრიბუნაზე შესვლის და თამაშზე დასწრების უფლება მისცეს. ნამიდის შემთხვევაში კი, ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება შემდეგი სვლა, როგორც სპორტული საზოგადოების, ასევე, ირანის ხელისუფლების მხრიდან.
#BlueGirl #NavidAfkari





ჩვენ








