
რუსული კლუბის „როტორის" ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ გუნდის 7 ფეხბურთელს შორის რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა ქართველი ბექა მიქელთაძეც არის.
ჩვენი გვერდი, შეეცადა ბექასთან კავშირზე გასვლას, თუმცა, ამ მომენტში ფეხბურთელი არ გვპასუხობს.
კიდევ ერთ ინფორმაცია, რომელსაც დღეს „როტორი" ავრცელებს, გუნდთან არც თუ დიდი ხნის წინ ასოცირებული ჯანო ანანიძეა. ფეხბურთელმა კლუბთან, საკუთარი ნებით (ასე წერს, „როტორის" ოფიციალური გვერდი) გაწყვიტა კონტრაქტი და მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც არ აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რაც ფეხბურთელს თამაშის საშუალებას მისცემდა და უფრო მეტიც, მას შესაძლოა ოპერაციაც კი დასჭირდეს.
„კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ, უკვე მქონდა მუხლთან დაკავშირებული პრობლემები. შემდეგ დაიწყო კარანტინი ამ პანდემიის გამო და არ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ რეაბილიტაცია გამევლო. გავიჭედე თბილისში და არასრულფასოვნად ვვარჯიშობდი. იყო რამდენიმე წინადადება გამეგრძელებინა თამაში, როგორც ქართული კლუბებიდან, ასევე კვიპროსულებიდან, თუმცა, რაიმე კონკრეტიკის გარეშე. ამ დროს დამირეკა აგენტმა და მითხრა „როტორის" ვარიანტიც. ჩემს პრობლემაზე მაშინვე ვუთხარი, მაგრამ მაინც ვცდითქო.

ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში. საქართველოს ნაკრებს, შემოდგომაზე ერთა ლიგაზე უნდა დაეწყო ასპარეზობა და მჯეროდა, რომ სექტემბრისთვის ფორმაში შევიდოდი და გამოვადგებოდი „როტორსაც" და ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებსაც.
მქონდა ერთი პირობა, რომ თუ 100 %-ით ვიქნებოდი მზად, მე ვცდიდი თამაშს თუ არა და კლუბთან, ისე, რომ არაფერს მოვითხოვდი საპასუხოდ, კონტრაქტს გავწყვეტდი. საქმე ფულში არაა" - ეს არის მცირე ამონარიდი ჯანოს ინტერვიუდან, რომელიც „როტორის" ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
ამ გადაწყვეტილებამდე, ჯანომ ერთი თვე მოსკოვში გაატარა, სადაც პირად მწვრთნელთან ერთად ივარჯიშა. „როტორთან" შეთანხმების საფუძველზე, ქართველი, სწორედ, ახლა უნდა შეერთებოდა „როტორს", თუმცა, ტრავმამ ჯანო ანანიძეს ამის შესაძლებლობა არ მისცა.
ფოტო: სკ "როტორი





ჩვენ








