
დღეს, სასტუმრო „სტამბაში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 30-ე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე, რომელზეც კორონა ვირუსის პანდემიის გამო, მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობა დაუშვეს და რომელსაც პირველად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში მედიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, შეზღუდვების გამო, ჩამოსვლა ვერც, ფიფა-ს წევრი ევროპის ასოციაციების დირექტორმა, ნოდარ ახალკაცმა და უეფას ეროვნულ ასოციაციათა განვითარების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ კლიმენტმა მოახერხეს. თუმცა, მათ ყრილობის მონაწილეთათვის ონლაინ ჩართვა მოახერხეს.
სამაგიეროდ, ონლაინ რეჟიმში, ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებისთვის და ყრილობის პირდაპირი რეპორტაჟის დროს, მონაწილეებისთვის სპეციალური ვიდეო მიმართვები გაავრცელეს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და უეფას გენერალურმა მდივანმა თეოდორ თეოდორიდისმა.
„უჩვეულო იყო წლევანდელი ყრილობა. მიუხედავად იმისა, რომ საიუბილეო წელია, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა ის, სტანდარტი და რეგულაციები დაგვეცვა და მინდა თითოეულ მათგანს ვინც აქ ესწრებოდა მადლობა გადავუხადო და რა საკვირველია, მოვუბოდიშო, მედიის წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას, რომ იმ ფორმატით ვერ ჩავატარეთ, როგორც ეს შესაბამისად ადრე ხდებოდა", - ამბობს ლევან კობიაშვილი.
ყრილობის მონაწილეებს, ყრილობიდან ყრილობამდე ანგარიში წარუდგინა, სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. ტრადიციული თემების, ინფრასტრუქტურული, ბავშვთა, ქალთა, მასობრივი ფეხბურთთან დაკავშირებული მიმდინარე პროექტები, მათი განვითარება და სხვა სიახლეები, იყო ის თემები, რაზეც აქცენტები გააკეთა კობიაშვილმა. დღესვე, ქართული ფეხბურთის საიუბილეო წელს, დააჯილდოვეს 1990 წლიდან ქართულ ფეხბურთში მოღვაწე რევაზ შენგელია და მამუკა კვარაცხელია, თანამედროვე ქართული ფეხბურთის „მემატიანენი".
„2020 წელის არის საიუბილეო. იმ სირთულეების მიუხედავად, რომლებიც წელს მსოფლიოში, ევროპაში და საქართველოში გაჩნდა, ჩვენ, ყველა იმ პროექტს, რომელიც სფფ-ს ეგიდით იყო დაგეგმილი 2020 წელს, მიმდინარეობს. ისევე, როგორც პროფესიული ლიგები, ასევე სამოყვარულო და ქალთა ლიგები. ის, სოციალური პროექტები, რომლებიც ჩვენ, წლის დასაწყისში გვგქონდა ხორციელდება. იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის თვეში, როდესაც, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გვიდგას, ეს შემოდგომაც წარმატებული იქნება და ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ყველა იმ გამოწვევის მიუხედავად, რომელიც ევროპული ფეხბურთის წინაშე დგას, მიმდინარეობს ფეხბურთი სანაკრებო დონეზეც და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო ჩვენს ნაკრებს, რადგან, გაიხაროს ქართველმა სპორტისა და ფეხბურთის გულშემატკივარმა", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი.
სფფ-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით, სფფ-ის ყრილობაზე, კენჭი უყარეს ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციის წევრობიდან გარიცხვას არაქმედითუნარიანობის გამო. დღესვე ასოცირებულ წევრად მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია. სფფ-ის ასოცირებული წევრი გახდა აგრეთვე საფეხბურთო კლუბი „საბურთალო". ორივე სუბიექტმა სფფ-ის გენერალურ სამდივნოში ასოცირებული წევრობისთვის საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ დააფიქსირა, რომელიც აღმასკომის მიერ იქნა ინიცირებული და ყრილობაზე წარდგენილი.
ზემო აღნიშნულ საკითხებთან ერთად, ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები და 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.
სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








