
ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც ბათუმში გაუარესებული ეპიდვითარების გამო შავიზღვისპირა ქალაქის ნაცვლად, იმერეთის მთავარ ქალაქში ჩატარდა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", ელიგაზე მორიგ შესვენებას სათასო და უეფა-ს ევროპა ლიგის კარზე მომდგარ თამაშებს, სატურნირო ცხრილის სათავეში ხდება.
ბათუმის „დინამოსა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირებაში ბევრი დაძაბულ და შესაძლოა ნაკლებად სანახაობრივ თამაშს ელოდა, თუმცა, რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის მთავარი სტადიონი, ტურის მხოლოდ, ამ მატჩისთვის გულშემატკივრის გარეშე, საკმაოდ ღია და სანახაობრივი თამაშის მომსწრე გახდა, სადაც დედაქალაქელებმა, ბათუმელებს სამი თითქმის იდენტური გოლი გაუტანეს. აქედან 2 პირველ ტაიმში 38-ე და 45-ე წუთებზე. თითქმის „ტყუპი" გოლები გიორგი გაბედავამ და ბაქარ ქარდავამ გაიტანეს. შეხვედრის 52-ე წუთზე ასევე შორი მანძილიდან მიშა ალავიძის კარი, ამჯერად გიორგი ზარიამ აიღო. სხვათა შორის, ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოუხდა როინ კვასხვაძესაც, თუმცა, მეორე ჯერზე ბათუმელთა მცდელობა, მიზანს მიაღწია. თამაში გარკვეულ მონაკვეთებში თანაბარი იყო, თუმცა, თბილისელები უფრო მეტ ნაწილში დომინირებდნენ და ეს ანგარიშშიც აისახა. „დინამო თბილისმა" სტუმრად, 1-3 მოიგო.
„კარგი თამაში გამოვიდა. ბედნიერი ვარ ბიჭების ასპარეზობით, მათ აჩვენეს თუ რამხელა პოტენციალი აქვს გუნდს. ეს არის ჩვენი სამომავლო გზა და დარწმუნებული ვარ გუნდი შემდეგი შეხვედრისთვისაც მზად იქნება, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს უელსში. დღევანდელ თამაშზე კი ვიტყვი, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და არ იყო ეს იოლი შეხვედრა. მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ და ესე უნდა გავაგრძელოთ. ცოტა დრო გვაქვს რეალურად, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ",- ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ ჩისკო, თბილისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც გუნდს, პირველ თამაშზე გამოუძღვა.
აღნიშნულ თამაშთან დაკავშირებით, ერთს დავამატებთ - თუ, რატომ იყო ის მნიშვნელობანი „დინამო თბილისისთვის". ერთი, რომ გუნდს, სანაკრებო შესვენების შემდეგ ჰყავდა ახალი მწვრთნელი და გამოვიდა სრულიად განახლებული სასტარტო შემადგენლობით. მეორე, ამ თამაშიდან 5 დღეში, „დინამო თბილისს" უელსში უწევს, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის ჩატარება.
ევროპა ლიგის მატჩის წინ, კარგი განწყობა შეიქმნა „ლოკომოტივმაც". ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, თბილისელებმა, გათამაშების აუტსაიდერი „ჩიხურა" 4-1 დაამარცხეს. თბილისელთაგან გოლები, მამია გავაშელიშვილმა, დატო კირკიტაძემ, ნიკა სანდოხაძემ და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს. თუმცა, ამ მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ საყაიმო ანგარიში იყო. სტუმართაგან, 35-ე წუთზე გოლის გაქვითვა, გიორგი ბუხაიძემ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი" 17 სექტემბერს მიხეილ მესხზე, მოსკოვის „დინამოს" დაუპირისპირდება.
ამ ტურში ქულები დაკარგეს „საბურთალომ" და გორის „დილამ". „დილამ" სახლში, თენგიზ ბურჯანაძეზე ვერ მოახერხა „თელავის" კარში გოლის გატანა. კახელებმა კი, თავის მხრივ, მიმდინარე გათამაშების კიდევ ერთ გამოკვეთილ ლიდერს ქულები წაართვეს. მატჩი 0-0 დასრულდა.
ანალოგიური ანგარიშით 0-0 დასრულდა შეხვედრა თბილისშიც, სადაც „საბურთალომ" ვერ მოახერხა 3 ქულის აღება თბილისის „მერანთან". მატჩის ძირითადი დროსი დასრულებამდე 10 წუთით ადრე, 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა საბურთალოელთა მე-7 ნომერმა ოლივიე ბუალიმ.
და ბოლოს, ტური, იმერული დერბით, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულდა. აქ, მშრალად დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 50-ე და 64-ე წუთებზე გუნდებმა 11-მეტრიანები გაცვალეს. მატჩის ბედი კი, გიორგი ფანცულაიას ულამაზესი რეიდის შემდეგ, ზაზა ციცქიშვილის გოლმა გადაწყვიტა. „ტორპედომ", ანგარიშით 2-1 „სამტრედიის" დამარცხება მოახერხა და საჭირო 3 ქულა აიღო.
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








