მამუტელები საქართველოში
მამუტელები საქართველოში
02.02.2013
ავტორი: GDF

ალპინისტური და სამთო სპორტის სახეობების ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მწარმოებელ შვეიცარულ ფირმას „მამუტს“ ალბათ, ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება.  ის, 1862 წელს კასპარ თანერმა  დაარსა. 2011 წლისთვის „მამუტის“  წლიურმა ბრუნვამ 210,8 მლნ დოლარი შეადგინა.

„მამუტს“ მსოფლიოს მასშტაბით არა მხოლოდ სავაჭრო ობიექტები აქვს გახსნილი, არამედ მრავალ ადგილას წარმატებით, მისი ოფიციალური სპორტული კლუბებიც ფუნქციონირებენ. შვეიცარული  ფირმა UIAA-ს (ალპინისტური ასოციაციების საერთაშორისო კავშირი) ეგიდით გახსნილ  სამთო გიდების სკოლებსაც მრავალ ადგილას აფინასებს.  ერთ-ერთი ასეთი სკოლის ინსტრუქტორი  მიხეილ დანჩიკი, ასევე მთამსვლელი ნასტია იანო კერძო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.

მიხეილი  ყირგიზეში, პამირის გიდების სკოლაში სქი-ტურის ინსტრუქტორი არის. ნასტიასთან ერთად, საქართველოში პირველი რაც მათ მოინახულეს გუდაურია. რამდენიმე დღის მანძილზე სტუმრებმა გასინჯეს ყველა ტრასა, შეხვდენენ მაშველებს და დაასკვნეს, რომ გუდაურს  კარგი პოტენციალი და პერსპექტივა აქვს.  ისინი, მომავალში კვლავ აპირებენ გუდაურს ესტუმრონ. ამჯერად კი, გუდაურის შემდეგ ყაზბეგს და სვანეთს მოინახულებენ.