სწავლა, „წაგების“ დროსაც შესაძლებელია - მთავარია, სწორი დასკვნები გამოიტანო
სწავლა, „წაგების“ დროსაც შესაძლებელია - მთავარია, სწორი დასკვნები გამოიტანო
26.10.2017
ავტორი:

ფიბა ევროპის თასის, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართა 25 ოქტომბერს, თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში. "დინამომ" „კლუჟ-ნაპოკას" ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით,  73-87 დამარცხდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ქართულმა კლუბმა, თამაში პირველ მეოთხედში წააგო.

მატჩის წინა დღეს, რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაი სილვასანმა, ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა იყო მისი გუნდისთვის დამახასიათებელი არ დამალა და თქვა, რომ თამაში დაცვაში, უწყვეტი როტაცია და სწრაფი შეტევა, რაც, პრინციპში, „დინამოს" პირველი წუთებიდანვე თავს მოახვია. ამას გარდა, სილვასანი, იმასაც ამბობდა, რომ  თბილისური კლუბის თამაშები კარგად ჰქონდა შესწავლილი და „დინამოსთან" სათამაშოდ მზად იყო.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინელთა თამაშები ქართველ კალათბურთელებსაც ნანახი ჰქონდათ, როგორც ჩანს ევროპულ ტურნირში მოასპარეზე „დინამომ", ჯერ აკლიმატიზაციის პერიოდი სრულად ვერ გაიარა. თამაშის შემდეგ, ირაკლი ხოშტარიამ აღნიშნა, რომ: „დღევანდელმა თამაშმა დაგვანახა, რომ ჩვენ, არ ვართ მზად. მზად მოსაგებად და არა ისეთი დონის გუნდების წინააღმდე სათამაშოდ, როგორიც „კლუჟ-ნაპოკა" არის".

თუმცა, ხოშტარიას გუნდმა 2 მეოთხედის მოგება და შესაბამისად მეორე ტაიმისაც მოახერხა, მესამე პერიოდის 25-20, ხოლო დასკვნითის 22-12. საერთო ჯამში, მეორე ტაიმში 15-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ 47-32. მიუხედავად, ამისა, მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი არ გამოდგა. თანაც, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 მეოთხედში, ჯორდან უოტსონს, რომელიც მატჩის შემდეგ, რუმინელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო და გუნდს 14 ქულა შესძინა, სილვასანს, პარკეტზე თითქმის აღარ გამოუშვია.

"კარგად დავიწყეთ და მთელი შეხვედრის მსვლელობისას საბოლოო წარმატებაში ეჭვი წამითაც არ შემპარვია. მეორე ტაიმში ძალა დავზოგეთ, რადგან სამ დღეში საშინაო ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი გველის", - ამბობს, მიხაი სილვასანი,"კლუჟ ნაპოკას" მთავარი მწვრთნელი.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც ალბათ, ღირს შეჩერება, სტუმართა მწვრთნელმა ამ დღეს თამაშის საშუალება მისცა 11 მოთამაშეს. „დინამოს" შემადგენლობაში კი, მხოლოდ 8 კალათბურთელის კისერზე გადაიარა ჯაფამ. მათ შორის ყველაზე შედეგიანი კაელ ტურპრინი იყო 18 ქულით (სხვათა შორის, საუკეთესო შედეგით ორივე გუნდში), ხოლო სერბ ნიკოლა გაჩეშას, რომელმაც ამ თამაშამდე 3 დღით ადრე, სუპერლიგის მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო, საერთოდ არ უთამაშია. არა და, გაჩეშა, ტურპინთან და ბოიდთან ერთად, დინამოელთათვის ყველაზე პროდუქტიულია მიმდინარე სეზონზე.

კიდევ ერთი დეტალი, ქართული კალათბურთისთვის, აქილევსის ქუსლი „მოკლე" სკამი, არც „დინამოსთვისაა" უცხო (ვგულისხმობ, ევროპულ სარბიელსა და არა საშინაო ჩემპიონატს, სადაც „დინამო" ყველაზე დაბალანსებული და გამართული გუნდია). ალბათ, რომ არა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ბერიშვილის დაბრუნება, მატჩის შედეგი სხვა იქნებოდა. თუმცა, ბერიშვილის, ფაცაციას, ლონდარიძის, შარაბიძის, გოგოძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭები ევროპულ სარბიელზე დიდ გამოცდილებას მიიღებენ. მითუმეტეს, რომ სახლში თამაშობენ თუ გასვლაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თბილისში, უგულშემატკივრო  (არ ვგულისხმობ კალათბურთელებს, რომლებიც სუპერლიგის თამაშების შემდეგ, უბრალოდ დარჩნენ დარბაზში და დინამოელთა მეგობრებსა და ნათესავებს) ოლიმპიურ სასახლეშიც, „დინამო" ისეთივე სტუმარი გუნდივით იყო, როგორც რუმინული „კლუჟი". 

ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, როგორ უნდა გამოსწორდეს გულშემატკივრის მიმართებაში ვითარება, მაგრამ ერთი ფაქტია - საქართველოში, დროა ვისწავლოთ ცხოვრება ვირტუალური სივრცისა და „ოლსტარსითუეშენის" გარეშე. ვიცხოვროთ, ქართულ რეალობაში და აქედან გამომდინარე ვიყოთ, იმ სახეობების გვერდით, რომლებსაც დამერწმუნეთ, ნამდვილად სჭირდებათ მხარდაჭერა და არა ჩასაფრებულის მდგომარეობიდან ლანძღვა და ნიშნის მოგება.

თამაშამდე, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, თბილისური კლუბის „რუხებზე" ისაუბრა. ლაველ ბოიდი და იოვან ჩრნიჩი, იმისდა მიუხედავად, რომ ლეგიონერები არიან, „დინამოსთან" შეთამაშებას და „გახსნას", განსაკუთრებით კი საერთაშორისო მატჩებში, თამაშიდან თამაშამდე ახერხებენ. იმედია, მომდევნო შეხვედრებში, 23 წლის სერბი, რომელმაც რუმინელებთან მხოლოდ 6 ქულის დაგროვება და ბოიდი, რომელმაც მოასწრო დინამოელთა ქომაგის გათამამება (კონკრეტულ მატჩში კი 12 ქულა დააგროვა), უფრო მეტი სარგებლის მოტანას შესძლებენ.

სტატიის დასაწყისშიც ავღნიშნეთ და კვლავ განვმეორდებით, რომ თამაში, პირველ ტაიმში წავაგეთ. სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, პირველი პერიოდი 32:11, მეორე 23:15 მოიგეს და შესვენებაზე 29-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 26-55 იყო, „კლუჟის" სასარგებლოდ. ამით, კი პრაქტიკულად, პირველ ტაიმშივე გადაწყვეტილი მატჩის ბედიც.

ბუნებრივია, უმადურობა იქნება დინამოელთა კარგი მხარის არდანახვაც. 29-ქულიანი უპირატესობის შემდეგ, ხოშტარიას ბიჭებმა მოახერხეს, რიგ მომენტებში „დალაგებული" თამაში. შედეგიც, მიუხედავად იმისა, სალვანმა დაასვენა „კლუჟნი" თუ არა სახეზე იყო. ისევე, როგორც ის, რომ ევროთასებზე მონაწილეობა, დინამოელებს, პირველ რიგში ბრძოლისუნარანობას და თვითდაჯერებას ჰმატებს. ალბათ, მსგავს ტურნირებზე ქართული კალათბურთის ჩავარდნა, რომ არა, დღეს ცოტა სხვა გონორით ვისაუბრებდით. პირადად TSFF.GE დარწმინებულია, რომ ჯგუფიდან, სადაც მომდევნო ეტაპზე 2 გუნდი გადის, დიდი ალბათობით, თბილისელები ვერ გავლენ, თუმცა, „დინამოს" შესწევს ძალა, ამ ჯგუფში ასპარეზობა 2 მოგებით დაასრულოს. თუმცა, ამისთვის, მათ აუცილებლად სჭირდებათ, რომ „სახლში" მაინც, თავი, საკუთარ კედლებში იგრძნონ.

„ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ მეტოქესთან ვიბრძოლებთ. ასეთ დონეზე გამოსვლა სასიკეთოდ წაადგება ჩვენ სუპერლიგას და მთლიანად ჩვენ კალათბურთს", ამბობს ირაკლი ხოშტარია, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი.

 „ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა და გვჭირდებოდა მაქსიმალური კონცეტრაცია, რომ მათთან სათანადოდ გვეთამაშა. მოწინააღმდეგე, ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენც მზად ვიყავით, გვებრძოლა მათთან. მომდევნო თამაშებისთვის, პოზიტიურად ვართ განწყობილები", ამბობს მატჩის შემდეგ კაელ ტურპინი, „დინამოსა" და თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე.

 „დინამო" - „კლუჟ-ნაპოკას" მატჩში კი ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი დინამოელი კაელ ტურპინი იყო (18), ხოლო სტუმართაგან ჯორდან უოტსონი (14) - იხილეთ  სტატისტიკა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში "დინამო" ბულგარეთში,  "ლუკოილ-აკადემიკთან" 73:70 დამარცხდა და 1 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტურში სტუმრად სტამბულში, „ისთანბულ BBSK"- თან ჩაატარებს,  რომელმაც დღეს "ლუკოილ-აკადემიკს" 81:69 მოუგო.

იხილეთ ფოტოგალერეა