„დინამო თბილისის“ შეხვედრას „ნომედსთან“ ლუქსემბურგელი მსაჯები განსჯიან
„დინამო თბილისის“ შეხვედრას „ნომედსთან“ ლუქსემბურგელი მსაჯები განსჯიან
14.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, შუადღეს, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის" ავიაკომპანია „მაივეის" ჩარტერული რეისით უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩის სათამაშოდ გაემგზავრებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ამ გათამაშებაზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წარუმატებელი თამაშის შემდეგ გადმოერთო.  


მატჩი, ადგილობრივ „ქონას ქეი ნომედსა" და „დინამო თბილისს" შორის 17 სექტემბერს,  ქალაქ რექსემში, უნიკალურ „რეისკურს გრაუნდზე" შედგება, თუმცა, უეფა-ს რეგულაციების შესაბამისად, მატჩზე გულშემატკივარს არ დაუშვებენ. თამაში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.




შეხვედრას, ლუქსემბურგელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება,  მთავარი არბიტრის, 35 წლის ალან დურიე ხელმძღვანელობით. მას ჟილ ფრანსუა ბეკერი და ჟოაკიმ და სილვა დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი რიკარდო მორისი იქნება.




იმ შემთხვევაში, თუ მატჩის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ, დაინიშნება დამატებითი დრო. საჭიროების შემთხვევაში კი, 11-მეტრიანების სერია.