ძალოსნებმა ტურნირი გადადეს!
ძალოსნებმა ტურნირი გადადეს!
14.09.2020
ავტორი: თ.ჯ.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ, გადადებული ტურნირის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა:


"ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში გასამართი ეროვნული ჩემპიონატი გადავადდეს ნოემბრის პირველ დეკადამდე.


კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან გაგრძელდება და შეჯიბრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით განახლებული დებულების სახით.


გისურვებთ ჯანმრთელობას!
" - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.


ასპარეზობა ბათუმში 18-20 სექტემბერს უნდა გამართულიყო და მასში მონაწილეობა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წვერებსაც უნდა მიეღოთ.