
უელსური კლუბის თხოვნით, რომელიც დიდი ალბათობით კორონა ვირუსის პანდემიის გამო ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვებს ითვალისწინებს და რასაც უეფა-ც დაეთანხმა, გადაწყდა, რომ მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენცია არ გამართულიყო. შესაბამისად, ქართულმა მხარემ, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ჩისკო მუნიოსი, „ქარდენ პარკში", გუნდის რექსემში ოფიციალურ ვარჯიშამდე გამგზავრებამდე ჩაწერა.
როგორ კონდიციაშია გუნდი
ჩვენი გუნდი კარგ კონდიციაშია. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ამ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. თუმცა, უეფა-ს ეგიდით გამართული თამაშები ყველა კლუბისთვის სპეციფიურია. განწყობა და ატმოსფერო ამ მომენტისთვის, გუნდში კარგია. ჩვენ ვიცით, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და დარწმუნებულები ვართ, რომ ვითამაშებთ, ასევე საუკეთესო შეხვედრას და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.
რა შეცვალა ჩისკო მუნიოსმა „დინამო თბილისში" მოსვლის შემდეგ
ჩემი მოსვლის შემდეგ, 2 ამხანაგური და ერიც ქვეყნის ჩემპიონატის თამაში ჩავატარეთ. მოსამზადებლად საკმაოდ მცირე დრო იყო და ბუნებრივია, იმ ჩატარებულ შეხვედრებშიც, დატვირთვის ხარისხიდან იყო სხვაობა. მე მოხარული ვარ ბიჭების გამო, რადგან ისინი თავდაუზოგავად შრომობენ ეს ბოლო სამი კვირაა, რომ მნიშნელოვანი თამაშებისთვის მომზადებულები იყვნენ. როგორც უკვე ვთქვი, ბოლო მატჩი, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ჩავატარეთ იყო შესანიშნავი და მჯერა, რომ ამ განწყობას ხვალინდელ შეხვედრაშიც გავაგრძელებთ. ბუნებრივია, მცირე ცვლილებები გუნდის მომზადებაში ბუნებრივია, შევიტანეთ.
რა შთაბეჭდილება აქვს ხვალინდელ მეტოქესთან დაკავშირებით
ჩვენ, ზუსტად ვიცით, რას წარმოადგენს ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდი. ამისთვის, ჩვენი კლუბის სკაუტინგ ჯგუფმა, საკმაოდ დიდი სამუშაო ჩაატარეს. აქ ყველა დეტალი მნიშნელოვანია, ვიცით, რომ თამაშობენ გრძელი გადაცემებით, აუტიდანაც კი ბურთი საკმაოდ შორს შემოაქვთ. ვიცით, რომ სტანდარტული სიტუაციის გამოყენება შეუძლიათ კარგად და ფიზიკურად არიან ძლიერები. ვიცით, რომ გვექნება ურთულესი თამაში, თუნდაც იმიტომ, რომ „ქონას ქი ნომედსი" სახლში თამაშობს. თუმცა, ჩვენ ისიც ვიცით, რომ გვაქვს ერთი ხაზი, მიზანი და ეს მიზანი არის ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი, ვაჩვენოთ ჩვენი ძლიერი მხარე და მჯერა, რომ ბიჭები, ამ თამაშის შინაარს იაზრებენ. ეს არის თამაში შენი ქვეყნისთვის და შენი კლუბისთვის, არის ერთი თამაში და ამ თამაშში დადებით შედეგს უნდა მივაღწიოთ.
„დინამო თბილისის" მესამე დაპირისპირება უელსურ კლუბთან
ბუნებრივია უეფა-ს ეგიდით ჩატარებული ყველა თამაში გამახსოვრდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ სადებიუტო გოლი გაგაქვს, რომელიმე გუნდის მაისურით. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, ვიმეორებ, რომ ვიცით თუ რა მეტოქესთან გვიწევს ხვალ დაპირისპირება და მზად ვართ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოდ. ის ისტორია, რაც „დინამოს" და უელსურ კლუბებს აკავშირებს, მნიშვნელოვანია, თუმცა, ვფიქრობ დადგა დრო, რომ ჩვენ, ეს სტატისტიკა შევცვალოთ და მაშინ, როდესაც ერთმატჩიანი დაპირისპირებები ავლენს გამარჯვებულს, ჩვენ ეს თამაში, უელსში მოვიგოთ. იმ პერიოდს და „ლანელის" რომ შევადარო, ვიტყვი, რომ სხვადასხვა გუნდებია. ეს გუნდი, ფიზიკურად უფრო კარგად მომზადებულია და ისინი სახლში თამაშობენ, მაგრამ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი", გაერთიანებულ სამეფოში გუშინ, ავიაკომპანია „მაივეის" ჩარტერული რეისით, 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩამოფრინდა.





ჩვენ








