
დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა დღეს ვარჯიში რექსემში, რეისქურს გრაუნდზე. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტადიონი, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის, რომელშიც უელსის „ქონას ქი ნომედსი", „დინამო თბილისს" შეხვდება, 17 სექტემბრის თამაშისთვის, თითქმის მზადაა. როგორც უკვე გითხარით წინა სტატიებში, შეხვედრა, 22 საათისა, 21 საათზე დაიწყება და ამის მიზეზი, უეფა-ს წარმომადგენლის მიერ დაწუნებული ღამის განათებაა, რომელიც ევროპული ფეხბურთის მთავრი მმართველი ორგანიზაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
სამაგიეროდ, თამაშზე მომუშავე ადგილობრივი გუნდი, სრულიად მომზადებული ხვდება კოვიდ 19-ის დადგენილ წესებს. სტადიონზე შესვლისას ქართული დელეგაციის ყველა წევრმა თერმო სქრინინგი გაიარა.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, დღევანდელი ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ჩასული 20-ვე ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი მატჩისთვის მზად.
"ასეთ თამაშებს, ყოველთვის ახლავს განწყობა. ვართ მომზადებულები. განწყობას დაემატა ისიც, რომ ბათუმთან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამან ძალებიც მოგვიმატა და ახლა, იდეალური განწყობაა. ყველა მზად არის, რომ გამოვიდეს და ითამაშოს. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება სკამზე და ვინ, ძირითადი შემადგენლობის 11-ეული, ყველა მზად არის ბრძოლისთვის. ჩვენთვის, მისაღები მხოლოდ გამარჯვებაა და ყველა ერთ გუნდად ვათ შეკრულნი", - ამბობს გიორგი პაპავა, „დინამო თბილისის" კაპიტანი.
ხვალინდელი თამაშისთვის, ჩისკო მუნიოსის განკარგულებაში არიან: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა, ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი ბუღრიძე, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხვალ, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ლინკი, „დინამო თბილისის" ოფიციალურ გვერდზე დაიდება.





ჩვენ








