ჩატარდება თუ არა 17 სექტემბრის მატჩი უელსში?
ჩატარდება თუ არა 17 სექტემბრის მატჩი უელსში?
17.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლისთანავე „დინამო თბილისს" ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად იმ სასტუმროს ტერიტორიიდან გაუსვლელობაზე პირობა ჩამოართვეს და გუნდიც, რექსემში, მხოლოდ სავარჯიშოდ ჩავიდა, თამაშის წინ კითხვის ნიშნების წინაშე აღმოჩნდა. მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს ტესტები დღეს ჩაუტარდათ. გუნდმა, კი ვარჯიში, მომავალი ასპარეზობის ადგილას, დღეს, "დინამო თბილისის" ვარჯიშის შემდეგ გამართა.


დღის ბოლოს, როდესაც ქართული გუნდი, ვარჯიშიდან სასტუმროში დაბრუნდა, ცნობილი გახდა რომ უელსური „ქონას ქი ნომედსის" 3 მოთამაშეს კორონა ვირუსზე დადებითი პასუხი ამოუვიდა. ამასთანავე, ქართული კლუბის მოწინააღმდეგე გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს და გუნდი მათი ტესტის პასუხებს ელოდება. თუმცა, იმავე გვერდზე ნათქვამია, რომ უელსური კლუბი მოთამაშეების იმ საჭირო რაოდენობას (მინიმუმ 13 მოთამაშე) აგროვებს, რომლებიც ხვალ, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ სათამაშოდ გამოვლენ.


ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს, დაინფიცირებული მოთამაშეების კონტაქტებზე და რამდენი იყო მათგან იმ „საჭირო რაოდენობის" მოთამაშეთა შორის, რომლებიც წესით ხვალ „დინამო თბილისის" წინააღმდეგ სათამაშოდ გამოვლენ.


არის თუ არა თამაშის დროს, ქართული გუნდის წევრებისთვის კორონა ვირუსის გადადების შანსი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ქართული კლუბი უარს იტყვის თამაშზე, კორონა ვირუსთან დაკავშირებული უეფა-ს რეგულაციებიდან სანქციები ქართული კლუბის წინააღმდეგ ამოქმედდება. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი მასპინძელი ქვეყნის, გაერთიანებული სამეფოს და უშუალოდ უელსის ხელისუფლების კეთილი ნებაა, რომ  მასპინძელთა მთელი გუნდის ხელახალი ტესტირების ჩატარებამდე, გუნდი თვითიზოლაციაში გადაიყვანოს.


შესაბამისად, არ იქნება ურიგო, თუკი თემის მოსაგვარებლად, არასაფეხბურთო, ქართული მხარეც ჩაერევა.


აი, ამის შემდეგ, უკვე უეფა-ს მიეცემა ნება, გადაწყვიტოს თამაშის ბედი: ჩაატაროს და ამით სტუმარი გუნდი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში, უკვე 24 სექტემბერს უწვეს მომდევნო ეტაპის თამაში,  რისკის ქვეშ დააყენოს, თუ, თუ მასპინძელ გუნდს, წაგება ჩაუთვალოს, რაც „დინამო თბილისს" ავტომატურად, მომავალ ეტაპზე გასვლის შანსს მისცემს.  


რაც შეეხება "დინამო თბილისს",  ფეხბურთელემა ვარჯიშის შემდეგ ივახშმეს და ხვალინდელი თამაშისთვის ემზადებიან. გუნდსი არის საბრძოლო განწყობა.