
ჯგუფის ბოლო შეხვედრამდე ჩატარებული 2 თამაში, 2 მოგება და 3 გოლი, რომელიც „დინამო თბილისის" ფებურთელების ანგარიშზეა, საქართველოს 17-წლამდელები ელიტ-რაუნდში გადიან. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში მონტენეგრო 2-0 დაამარცხა და ელიტ-რაუნდის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.
ფეხბურთში არის დეტალები, რომლებსაც შესაძლოა ყურადღებას არც არავინ აქცევს, თუმცა რეალურად თამაში, იწყება მსაჯის სასტვენამდე ბევრად ადრე და ბევრიც გუნდის განწყობაზეა დამოკიდებული, რასაც, გამოცდილი თვალი ასევე მსაჯის სასტვენამდე დაინახავს. გიორგი ნემსაძის გუნდს, მოგება, რომ სურდა, ეს ჰიმნებზე დგომისას შეემჩნათ. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების თამაშისთვის გვიდევნებია თვალი, განსაკუთრებით ბოლოს 3-4 წელიდადში, თუმცა ამ, ერთის შეხედვით უმნიშვნელო დეტალზე, ჰიმნი გვაქვს მხედველობაში, ნემსოს ბიჭებმა ყველაზე მეტად მიიქციეს ყურადღება და დადებითი ემოცია გამოიწვიეს.

გუნდი, რომ საბრძოლოდ იყო გამოსული უკვე შეხვედრის მე-6 წუთზევე გამოჩნდა. პირველად ქართველმა 17-წლამდელებმა, სწორედ ამ მომენტში გამოსცადეს მონტენეგროელთა სიფხიზლე. კიდევ ცოტა ხაში, მე-14 წუთზე, ირაკლი აზაროვის (დინამო თბილისი) ჩაწოდების შემდეგ, გიორგი გულიაშვილის (საბურთალო) დარტყმული ოდნავ სცდება მონტენეგროელთა კარს. მე-18 წუთზე გიორგი შალიკაშვილის დარტმული (სფფ აკადემია) ძელს ხვდება. 21-ე წუთზე, გულიაშვილი კიდევ ერთ შანსს უშვებს ხელიდან. 28-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას (დინამო თბილისი) აქვს უკვე გოლის გატანის მცდელობა, მაგრამ მისი დარტყმა არაა ძლიერი. რამდენიმე წამში, ფლანგზე კარგად ახერხებს მოწინააღმდეგის მცველების ჩამოშორებას ცოტნე კაპანაძე (საბურთალო) და თანაკლუბელსაც „საბურთალოდან", კარგად პოულობს საჯარიმოში. თავის მხრივ, გულიშვილი გამონთავისუფლებულ ზუკა დავითაშვილს (დინამო თბილისი) აძლევს ბურთს, რომელიც ზუსტად არტყამს კარში და ამ მატჩში, ანგარიშს ხსნის.

სხვათა შორის, დღევანდელ შეხვედრაში, იმავე დავითაშვილმა გახსნა ყვითელი ბარათების ანგარიშიც. შვედმა არბიტრმა დინამოელს, მატჩის დაწყებიდან მე-2 წუთზევე აჩვენა ყვითელი. დღევანდელ შეხვედრაში კი გლენ ნიბერგს 7-ჯერ მოუხდა ყვითელი ბარათის ჩვენება. აქედან, მონტენეგროელთა მე-6 ნომერმა, 31-ე წუთზე, მეორედ მოახერხა „ევაჟკაცა" და შესაბამისად მინდვრის დატოვება მოუხდა.
პირველი ნახევრის დამატებულ დროში, დავითაშვილს, ანგარიშის 2-მდე გაზრდის შანსი ჰქონდა. თუმცა, მონტენეგროელი მცველი, ბოლო წამში, ბურთის, ცარიელი კარიდან გამოტანას ახერხებს.
მეორე ტაიმის დასაწყისში, დავითაშვილი - კვარაცხელიას დუეტი მეტოქეს რამდენჯერმე შეაწუხებს, ისევე, როგორც შალიკაშვილი. თუმცა ამ ტაიმში და შესაბამისად მატჩშიც ბოლო გოლი 46-ე წუთზე გადის. ზუკა დავითაშვილი კარგად უტოვებს ბურთს კვარაცხელიას, რომელიც შორი მანძილიდან ულამაზესი გოლის გატანას ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა, ლატვიის 17-წლამდელები ხვიჩა კვარაცხელიას გოლოს წყალობით დაამარცხეს. ქართველების მსგავსად ჯგუფში 2 მოგება აქვს იტალიის ნაკრებსაც, რომლებმაც დღეს ლატვიას 1-0 მოუგეს, ხოლო მანამდე მონტენეგროს დამარცხება 3-0 მოახერხეს. სწორედ საქართვლოსა და იტალიის 17-წლამდელები შეხვდებიან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 30 ოქტომბერს ერთმანეთს და ჯგუფში პირველადგილოსანს გამოავლენენ. ამ მომენტისთვის მეტი გატანილი გოლის წყალობით, იტალია სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურზეა. თუმცა, ელიტ-რაუნდში, უკვე ორივე გუნდს (იტალიასა და საქართველოს) თამაშის უფლება მოპოვებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ცილკლში, გიორგი ნემსაძეს გამოძახებული ჰყავს: მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ); მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი); ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ); თავდამსხმელები: ზუკა დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).






ჩვენ








