ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის“ მეტოქე 22 ოქტომბერს გამოვლინდება
ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის“ მეტოქე 22 ოქტომბერს გამოვლინდება
17.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-მ ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის შესახებ მთელი, კორონა ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რიგი ცვლილებები მიიღო და ტურნირში სავარაუდოდ მონაწილე კლუბებს გააცნო. ეს ცვლილებები კლუბებსაც და უეფა-ს წარმომადგენლებსაც, მეც შესაძლებლობას მისცემს, უეფა-ს პროტოკოლის შესაბამისა, მოერგონ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და თამაშებისთვის სათანადოდ მოემზადონ.


ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, წელს პირველად, საკვალიფიკაციო მინი ტურნირიდან, ასპარეზობა უნდა დაეწყო საქართველოს მოქმედი ჩემპიონს „ლანჩხუთს". თუმცა, უეფა-მ ამ ნაწილშიც შეიტანა ცვლილებები და მინი ტურნირის ნაცვლად საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდები ორ, ერთ-რაუნდიან თამაშს გამართავენ. საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 22 ოქტომბერს არის ჩანიშნული და ქართული გუნდის მეტოქეც, სწორედ, ამ დღეს გაირკვევა.


ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი 2021 წლის მაისში, შვედეთში, გიოტებორგში, გამლა ულევის სტადიონზე გაიმართება.