
თბილისში, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე, რომელიც მიხელ მესხი 2-ზე გაიმართება, რამდენიმე საათი რჩება. ამ წყვილის ორივე გუნდი, თბილისის „ლოკომოტივიცა" და მოსკოვის „დინამოც" მატჩისთვის მზადყოფნას აცხადებენ. ორივე გუნდი ბრძოლისთვის ემზადება და ორივე თვლის, რომ მათი დაპირისპირება საფეხბურთო მოედანზე გამოავლენს საუკეთესოს.
„პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ ვართ და „ლოკომოტივთან" მომავალ დაპირისპირებასაც პოლიტიკურ ჭრილში არ ვუყურებთ. ჩვენ აქ, ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და ხვალ, უფრო ძლიერი მოიგებს" , - განაცხადა მატჩის წინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მოსკოვის „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა.
რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინა დღეს, ბევრი არ ილაპარაკა. თქვა, რომ:
- ახსოვს, მამის ალექსანდრე ნოვიკოვის მონათხრობი ქართულ ფეხბურთზე და „დინამო თბილისზე";
- გაუგია, რომ თბილისში, როდესაც (სსრკ-ს დროს) „დინამო არენა" საერთაშორისო ტურნირებზე უცხოურ კლუბებს მასპინძლობა, როგორ უჭერდა თბილისი რუსულ კლუბს მხარს;
- იცის, რომ 2020 წლის 17 სექტემბერს, მატჩი თბილისში ანგარიშიდან 0-0 დაიწყება;
- იცის, მაგრამ არ ისაუბრებს იმ გეგმებზე, რაც მის კლუბს, თბილისის „ლოკომოტივის" წინააღმდეგ აქვს დაგეგმილი;
- იცის, მოწინააღმდეგე ქართული კლუბის ძლიერი და სუსტი მხარეები;
- იცის, რომ ელოდება რთული თამაში, თუმცა, მისი გუნდი, ამ თამაშის მოგებას შეეცდება;
და ბოლო კიდევ რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რომელის რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, საპრესკონფერენციო დარბაზს მიღმა გაახმაურა და რასაც, განსაკუთრებით მეორეს, ქართულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორი გუნდია თბილისის „ლოკომოტივი"
ტექნიკურები, სწრაფები, ადვილად გადადიან დაცვიდან შეტევაში, შანსებს კარგად იყენებენ. ამიტომ, ეს არ არის მარტივი გუნდი და ვიცით, რომ მათთან თამაში იქნება რთული, მაგრამ მათ უნდა მოვუგოთ. უნდა ვერიდოთ წინა ხაზს, მათ ეს რგოლი, ძალზედ აქტიური ჰყავთ. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, ყველა მოთამაშეს შეუძლია მომენტის დასრულება. ასე, რომ კონკრეტულად ვინმეს გავუფრთხილდეთ არა, მაგრამ გუნდურად რომ შესაძლოა საფრთხე იყოს კი.
სტადიონი პასუხობს თუ არა მოსკოვის „დინამოს" მოთხოვნილებებს
სტადიონი - მაშინ როცა მაყურებლის გარეშე გვიწევს თამაში, სრულებით მისაღებია. რაც შეეხება მინდორს, კარგა ხანია ასეთთან შეხება არ მქონია, მხოლოდ ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ბავშვი ვიყავი. მიკვირს, რომ საერთოდ, ასეთი ხარისხის მინდორი არის, ის ძალიან დაბალი დონისაა. თუმცა, გუნდები თანაბარ პირობებში არიან და მჯერა, რომ ამ მოცემულობაშიც მოვახერხებთ კარგი თამაშის ჩვენებას.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, თბილისისა „ლოკომოტივსა" და მოსკოვის „დინამოს" შორის, დღეს, 17 სექტემბერს 21 საათზე დაიწყება.





ჩვენ








