
მიუხედავად საფრთხისა, რაც საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, შეიძლებოდა უელსის „ქონას ქი ნომედსისთან" დამუქრებოდა, დინამოელები, რექსემში, „რეისქურს გრაუნდზე" მატჩი დათქმულ დროს დაწყო. როგორც ვიუწყებოდით, მეტოქემ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 14 მოთამაშე წარადგინა. სტადიონზე გადავარდნილი ყველა ბურთი, კუთხურის ალმები, მთელი მატჩის მანძილზე სპეციალური ხსნარით მუშავდებოდა. სტადიონზე ყველა შემსვლელს თერმოსქრინინგი უტარდებოდა.

როგორც ქართველთა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი აანონსებდა, მისი გუნდი ყველა ხერხით ცდილობდა თამაშის მოგებას. ეს განსაკუთრებით მატჩის დასაწყისში იგრძნობოდა, როდესაც უელსელებმა რამდენიმე სტანდარტული შეასრულეს ზედიზედ თუმცა, მათ სიმწვავე აკლდა. კიდევ ერთი სახიფათო მონაკვეთი მატჩის მიწურული იყო, როდესაც 100%-იანი გოლისგან კარი იხსნა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვა, რომ ამ დღეს როინ კვასხვაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. მეორე თამაშია, დინამოელთა შორის გამოირჩევა ფილიპ ორშულა, რომელსაც თბილისელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ჩისკო მუნიოსი ენდო.

პირველ ტაიმში „დინამო თბილისი" კი უტევდა, თუმცა, ამ შეტევებს სიმწვავე აკლდა. სტუმრებს, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ. პირველი 24-ე წუთზე, როდესაცგიორგი ქიმაძემ დარტყმული, თითქმის იდენტური, რაც რამდენიმე დღის წინ ბათუმთან თამაშში ვიხილეთ, ხარიხამ მოიგერია. კიდევ ორ მომენტში ცოტა დააკლდათ გიორგი გაბედავასა და გიორგი ზარიას. შეხვედრის სცენარი არ შეცვლილა არც მეორე ტაიმში, მასპინძლები რამდენჯერმე შეეცადნენ მინდორზე არსებული სიტუაციის შეცვლას, თუმცა, უშედეგოდ. დინამოელები ბურთს აკონტროლებდნენ თუმცა, კარის მიმართულებითაც ურტყამდნენ, თუმცა, კარის ჩარჩოს მიმართულებით დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. მატჩი, უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და საქმეც დამატებითი ტაიმისკენ მიდიოდა, რომ თბილისელთა რიგებში, დაცვაზე შემოსულმა პერნამბუკუმ, რომელიც შემოსვლისთანავე აქტიურობდა, „ქონას ქი ნომედსის" საჯარიმოში მორიგ ჯერზე შეიჭრა. იქ კი, მის წინააღმდეგ მასპინძლებმა ჯარიმა აიკიდეს. შეხვედრის ბოლო წამებზე გაბედავას 11-მეტრიანით დინამოელები უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა.

„ჩვენ თამაშის წინ ვიცოდით, რომ რთული მატჩი გვექნებოდა და მეტოქეც რთული იყო. ყურადღებას აქცევდნენ ფიზიკურ ორთაბრძოლებს. ბიჭებს მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. გვქონდა ბევრი მცდელობა გოლის გატანის, მაგრამ, საბოლოოდ უკანასკნელ წუთზე გავიტანეთ 11-მეტრიანი. ახლა, უნდა ვიფიქროთ მომდევნო მატჩზე. ეს მატჩი კი საქართველოს თასია და არც ეს არის ნაკლებად მნიშნელოვანი.

გუნდის მადლობელი ვარ, რადგან მათ მოგვცეს ყველაფერი რაც მათგან „დინამომ" მოითხოვა.
მე ასევე მინდა მივულოცო თბილისის „ლოკომოტივს" გამარჯვება, რადგან ეს ქართული ფეხბურთისთვის არის მნიშვნელოვანი" , - ამბობს ჩისკო მუნიოსი მატჩის დასრულების შემდეგ.
ევროპულ სარბიელზე, „დინამო თბილისი" „კლაკსვიკარს" შევხდება ფარერებზე. თუმცა, მანამდე მომდევნო მატჩს „დინამო თბილისი" 21 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალურ მატჩში "საბურთალოს" შეხვდება.

მატჩის სტატისტიკა





ჩვენ








