უელსური კლუბი კორონა-სკანდალში ეხვევა?
უელსური კლუბი კორონა-სკანდალში ეხვევა?
19.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სკანდალი უელს-ს BBC-სა და „ქონან ქი ნოვედსის" მარეებს შორის, როგორც ჩანს კიდევ უფრო ღვივდება. მას შემდეგ, რაც BBC-ს უელსის ბიუროს თანამშრომელმა უეფა-ს ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის დასრულების შემდეგ, უელსური კლუბის მთავარი მწვრთნელის, ენდი მორისონის მატჩის შემდგომი სიტყვები საჯარო გახადა, „ქონას ქი ნომედის" ხელმძღვანელობა, საინფორმაციო სააგენტო გაუგებრობაში დაადანაშაულა და „დაიფიცა", რომ მათ უეფა-ს მიერ დაწესებული, COVID 19 პროტოკოლით გათვალისწინებული დაიცვეს და კორესპონდენტმა, მათი ნათქვამი არასწორად გაიგო.


დღეს, რამდენიმე საათის წინ, BBC-ის უელსის სააგენტომ მორიგი სტატია გამოაქვეყნა და ამჯერად, ანდი მორისონის საუბარი დეტალურად გაშიფრული გამოაქვეყნა:


"Three lads have turned up tonight and they're not well," said Morrison.

ქართულ თარგმანში ეს ასე ითარგმნება: „სამი ბიჭი მოვიდნენ და ისინი არ არიან კარგად" - მორისონო.


"And it's like 'lads, I don't want to hear it. I can't hear it tonight that you're ill... let's just get through it'.

„და ეს ისეა, რომ ბიჭებო, მე არ მინდა ამის გაგონება. მე არ მინდა ამის გაგონება დღეს, რომ თქვენ ხართ ცუდად. მოდი, ერთად გავიაროთ ეს".


"I've been told that before the game and we've had to turn a blind eye to it and then you would have never noticed that anyone there tonight wasn't feeling great."

„მე მათ ვუთხარი, რომ თამაშამდე, ჩვენ უნდა დავბრმავდეთ ამის გამო და შემდეგ, არავინ შეარჩევს, რომ ვინმე იქ, იმ საღამოს, თავს არ გრძნობდა კარგად".





თავის მხრივ, ამ სტატიის მიხედვით, უელსის ფედერაციამ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თამაშის დროს COVID 19-ის პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმები დაცული იყო. თუმცა, მორისონის მატჩისშემდგომი კომენტარისგან, უელსის ფეხბურთის ასოციაცია, ახლა იმას არკვევს, შეიყვანა თუ არა „დინამო თბილსის" მოწინააღმდეგე კლუბმა შეცდომაში თავად ასოციაცია.


უელსის ფეხბურთის ასოციაცია, ასევე იმ გარემოების შეისწავლის, მორისონის სიტყვებმა, რამდენად ნეგატიური გავლენა იქონია, აღნიშნულ ორგანიზაციაზე.


„FAW დარწმუნებულია, რომ კომენტარი ეწინააღმდეგება COVID 19 - თან დაკავშირებულ რეგულაციებს, თუმცა, ნებისმიერი კლუბი შიდა გადაწყვეტილებებს იღებს დამოუკიდებლად. FAW ამ მომენტში იკვლევს, სად იქნა დაშვებული შეცდომა რეგულაციებთან დაკავშირებით, ან იყო თუ არა კომენტარი დანაშაულებრივი. FAW-ს წინააღმდეგ და ქვეყნის რეპუტაციის წინააღმდეგ მიმართული", - ნათქვამია კომენტარში, რომელიც უელსის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა BBC-ს სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთეს.




მანამდე კლუბმა, თავად გამოაქვეყნა საინფორმაციო წერილი, სადაც ნათქვამი იყო ფაქტი სადაც ამბობდნენ, რომ COVID 19-ით ინფიცირებული იყო გუნდის მეკარეს ბრასს, სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭრდა, სიმართლეს არ შეეფერებოდა.


იხილეთ BBC -ს დღევანდელი, ბოლო სტატია სრულად: https://www.bbc.com/sport/football/54199351

კლუბის პოზიცია: https://www.the-nomads.co.uk/news/article.php?id=1052


შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა"  უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, უელსის ქალაქ რექსემში ბოლო წამებში, 11-მეტრიანით და გიორგი გაბედავას გოლით მოიგო.


თამაშამდე, უელსურმა კლუბმა უარი თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციებზე.


თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი გახდა, რომ უელსური კლუბის 3 ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რამდენიმე კი კარანტინში გადაიყვანეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო.





მთელი ეს პერიოდი, „დინამო თბილისი" რექსემიდან მოშორებით, ჩესტერის ადმინისტარციულ ტერიტორიაზე, ინგლისში, სასტუმრო „ქარდენ პალასში" იმყოფებოდნენ და იცავდნენ მათთვის კლუბის და ბრიტანეთში დადგენილი ეპიდწესებს.  


თბილისში, დილის 7-8 საათისთვის დაბრუნებული კლუბი, საპატრულო ეკიპაჟმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანა, სადაც, გაერთიანებული სამეფოდან დაბრუნებულ სრულ დელეგაციას კორონა ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა. დღის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ დელეგაციის არც ერთი წევრი, ინფიცირებული არ არის.




სტატია მომზადებულია BBC-ის უელსის ბიუროს სტატიების და ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციების მიხედვით