
დღეს, საქართველოს თბილისში დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალის 2 შეხვედრა გაიმართა.
თბილისის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე", „გაგრამ", ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის „დინამო" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ამ სათასო მატჩში, ერთადერთი გოლი ბათუმელებმა გაიტანეს, თუმცა, საკუთარ კარში. 38-ე წუთზე გასული ეს გოლი, ბათუმელთა 27-ე ნომერმა გოდფრი ობოაბონამ გაიტანა.
ამ მატჩის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ გუნდი, გია გეგუჩაძემ დატოვა. თუმცა, ამ დრომდე, ბათუმის „დინამოს" ოფიციალურ გვერდს, კლუბიდან მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის წასვლის შესახებ, განცხადება არ გაუკეთებია. თუ ვინ შეცვლის გეგუჩაძეს, ამას ჯერ არც ოფიციალური გვერდი იტყობინება და ვერც ჩვენმა გვერდმა, კლუბთან დაახლოებული პირებისგან შეიტყო, რომელმაც გეგუჩაძის წასვლის შესახებ, ინფორმაციაა დაადასტურა.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სათასო დაპირისპირების წინ, ცვლილებაა „საბურთალოს" სამწვრთნელო შტაბშიც. კლუბის, ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 2020 წლის სეზონზე „საბურთალო" მეორე მწვრთნელმა დატოვა. ამჯერად გუნდიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თემურ შალამბერიძე წავიდა. ამავე გვერდის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის პოსტი, ახალგაზრდა სპეციალისტმა, ლევან კორღალიძემ ჩაიბარა. შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს", 21 სექტემბერს, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ უწევს თამაში.
დღესვე, „სპაერის" სტადიონზე, ანალოგიური სახელწოდების გუნდი, გორის „დილას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0-2 დამარცხდა. გორელთაგან გოლები სილვამ და ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანეს.
დ. ყიფიანის თასის 1/8 ფინალის კიდევ ერთი შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართა, რომელშიც, საგაროჯოს „გარეჯი" შინ, წყალტუბოს „სამგურალთან" 0-2 დამარცხდა.
ხვალ და ზეგ, 1/8 ფინალის კიდევ 5 შეხვედრა გაიმართება.
გათამაშების კალენდარი





ჩვენ








