თბილისის "დინამო" სუპერლიგაზე დაუმარცებლად თამაშობს
თბილისის "დინამო" სუპერლიგაზე დაუმარცებლად თამაშობს
29.10.2017
ავტორი:

სუპერლიგის მეოთხე ტურმა 28-29 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 4 თამაშს უმასპინძლა. 28 ოქტომბერს 3 თამაში გაიმართა. პირველად ერთმანეთის პირისპირ „მგზავრებისა" და „ბათუმის" გუნდები დაუპირიპსირდნენ.

 

„მგზავრები" - „ბათუმი" 62-75

„მგზავრებმა" „ბათუმს" უმასპინძლეს და 13 ქულის სხვაობით - 75:62 დამარცხდნენ. თამაში თანაბრად დაიწყო და ორივე გუნდი მეტ ყურადღებას დაცვას უთმობდა. ანგარიშიც თანაბრად იზრდებოდა, პირველი პერიოდის მიწურულს კი სტუმრებმა მცირედით დაწინაურდნენ და მეოთხედი 2-ქულიანი სხვაობით, 15:13 მოიგეს. ზღვისპირელებმა მეორე მეოთხედში მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და კარგ დაცვას შედეგიანი შეტვაც შეაშველეს, რაც ანგარიშშიც აისახა - 37:29. პირველი ტაიმის შემდეგ გუნდები შესვენებაზე 8-ქულიანი სხვაობით გავიდნენ.

„ცოტათი ნელი ტემპით დავიწყეთ თამაში, სპენსერ კოლინზი ძალიან ავად იყო და მხოლოდ ნახევარი ითამაშა, შემდეგ ვახო ქადარიამ გამოიჩინა კარგი თამაშით თავი, რამაც ძალიან გამახარა. მოგვიანებით სტეფან ანდრესევიჩი გავიყვანე მოედნიდან. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგი აჩვენა, მისი დასვენება ვამჯობინე. სხვადასხვა განლაგება გამოვცადე დღეს მოედანზე, რომელმაც ვთვლი, რომ გაამართლა. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი ტემპით და ვნახოთ რა გამოვა", - ამბობს ვლადიმირ ბოსნიაკი, „ბათუმის" მთავარი მწვრთნელი.

მეორე ტაიმში, ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა, თუმცა პერიოდის დასაწყისში „მგზავრებმა" გაქცევა მოაწყვეას და ჩამორჩნა მინიმუმამდე - 36:37 შეამცირეს. თბილისურ კლუბს შანსი მიეცა, თუმცა ბათუმელებმა დაცვა გაამაგრეს და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მესამე მეოთხედის ბოლომდე დაიბრუნეს - 53:46.


ბოლო ათწუთეულში ბათუმელებმა წარმატებით შეინარჩუნეს რიტმი და შეხვედრაც სასურველი შედეგით დაასრულეს. გამარჯვებულებს 18 ქულითა და 12 მოხსნით სერბმა ცენტრმა - სტეფან ანდრესევიჩმა ულიდერა. 14 ქულა მიითვალა უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა, ხოლო სპენსერ კოლინსის ანგარისზე 16 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. „მგზავრებში" 18 ქულით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე, დერონ პაუერსმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 8 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

„ჯერჯერობით ვერ ვართ ისევ სასურველ კონდიციაში. ძალიან ბევრი შეცდომა და აცილება გვაქვს, ამაზე დიდი მუშაობა გვმართებს და მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ", ამბობს ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების" მთავარი მწვრთნელი.

 

„სოხუმი" - „დინამო" 81-89

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდი, ქართულ კალათურთში, ბოლო წლების დომინანტია და 2017 წლის სეზონში ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს, სოხუმელებთან თამაში არ წაუვიდათ. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყო, რომ „დინამოს" ნოკოლა გაჩეშას ტრავმას, ტურპინის პრობლემაც დაემატა. თუმცა, ხოშტარია, იმ ბიჭების თამაშში ნახვის შანსი მიეცა, ვისაც სკამზე უხდება ჯდომა და თან, სოხუმელებთან მატჩი „დინამოსთვის" კარგი სპარინგი გამოდგა. „სოხუმის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „დინამოს" კარგი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებულის ვინაობაც ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო.

„ჯერჯერობით ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ. არაუშავს, ხდება ხოლმე, თუმცა აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა იყო ამის მიზეზი. სოხუმს წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ თამაშებში", ამბობს ირაკლი ხოშტარია, „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.


სოხუმელები დებიუტში დაწინაურდნენ და პირველი მეოთხედი 1-ქულიანი უპირატესობით, 25-24 მოიგეს. მეორე პერიოდშიც, „დინამოს" მაქსიმალური მობილიზება დასჭირდა, რომ თამაში სათავისო კალაპოტში ჩაეყენებინა. მეორე მეოთხედში დინამოელებმა 11-ქულიანი უპირატესობით 28-17, მოიგეს. შესაბამისად პირველი ტაიმის შემდეგ, 10 ქულით დაწინაურდნენ 52-42.

თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე „სოხუმი" ანგარიში გაათანაბრეს ახერხებს - 81-81. თუმცა, ეს „სოხუმის" მაქსიმუმი აღმოჩნდა. „დინამომ" ბოლო წუთები მაღალი დონის თამაშით ჩაამთავრა და მონაკვეთის 8-0 მოგებო. საბოლოოდ, კი შეხვედრაც სათავისო ანგარიშით  89-:81 დაასრულა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გვაკლდა გუნდის ერთერთი წამყვანი მოთამაშე. შევივსებით და ისევ გავაგრძელებთ უკეთესად ბრძოლას. ყველამ ნახეთ, რომ ვიბრძოლეთ. მადლობა ჩემს ბიჭებს", ამბობს მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი.

რაც შეეხება „დინამოს", გუნდის ხუთივე სასტარტო მოთამაშემ, 10-ქულიანი ზღვარი გადალახა. ყველაზე მეტი,  19 ქულა ამერიკელმა ლაველ ბოიდმა მიითვალა. 17 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დააგროვა მიხეილ ბერიშვილმა, ლევან ფაცაციას ანგარიშზე კი 13 ქულა იყო. „სოხუმში" 19 ქულით ბომბარდირი მაქსიმ ლუცენკო გახლდათ, ხოლო ანატოლი ჩელოვანმა მატჩი 16 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

 

„კაკტუსი" - „ქუთაისი"  70- 82

„კაკტუსმა" სუპერლიგის სტარტზე მოგებული 2 მატჩის შემდეგ, მე-3 და მე-4 წრის მატჩები, „ბათუმთან" და ბოლოს „ქუთაისთან" წააგო.

გასული სეზონის ფინალისტმა „ქუთაისმა" ინიციატივა თავიდანვე მოიპოვა, რაც დაბალანსებული თამაშის წყალობით მოახერხა. პირველი პერიოდის შემდეგ იმერული გუნდი 10 ქულით იგებდა და ეს უპირატესობა მეორე მეოთხედშიც იოლად შეინარჩუნა.

„ყოველი მომდევნო მატჩი მნიშვნელოვანია. „კაკტუსთან" მატჩისთის ვემზადებოდით. ჩვენს მეტოქეს წინა შეხვედრა 40 ქულით ჰქონდა წაგებული და ვიცოდით, რომ ბოლომდე იბრძოლებდა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ჩემმა გუნდმა დავალება შეასრულა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მომდევნო მატჩი უკვე სამშაბათს გვაქვს საკმაოდ ძლიერ „რუსთავთან" ქუთაისში და მოვემზადებით ამ შეხვედრისთვის", - ამბობს კოტე ტუღუში, ქუთაისის მთავარი მწვრთნელი

„კაკტუსი" შანსს მხოლოდ პირველ ტაიმში ინარჩუნებდა, თუმცა მესამე მეოთხედში 20 ქულით ჩამორჩა და დარჩენილ დროში, ვითარების შეცვლა ვეღარ მოახერხა. დასკვნითი პერიოდის წინ სტუმრები 19 ქულით ლიდერობდნენ და „ქუთაისს", მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. „ქუთაისმა" საბოლოოდ 82:70 იმარჯვა.


„ქუთაისი, ძლიერი გუნდია. ჩვენ ბევრი შეცდომები დავუშვით. ვერ მოვახერხეთ, რომ თამაშის ბოლომდე თანაბარი ბრძოლა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და გავაგრძელებთ ხარვეზების გამოსწორებას", - ამბობს არჩილ  ჯღენტი, "კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი.

გამარჯვებულთაგან 19 ქულითა და 8 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა. 16 ქულა მიითვალა ჯონათან ლიმ. აკაკი ლომოურმა ქუთაისელებს 15 ქულა მიაშველა. „კაკტუსში" 24 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი. 15 ქულა მიითვალა ფრენკ როჯერსმა, ხოლო კრისტიან ჯონსონის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

 

„ოლიმპი" - „მარნეული-დელტა" 88-68

ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „ოლიმპი" და სუპერლიგის დებიუტანტი „მარნეულის დელტა" დაუპირისპირდნენ. სუპერლიგის დებიუტანტები, მარნეულელები გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან მატჩს დანაკლისით შეხვდნენ. გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ლებედინცევმა და „მარნეულს" „ოლიმპთან" მატჩში უკრაინელი მწვრთნელის ნაცვლად, ახალგაზრდა ასისტენტი, ბექა ქარცივაძე გაუძღვა.

„მთავარი მწვრთნელი წავიდა. „მგზავრებთან" მატჩშიც სავარაუდოდ მე მომიწევს გუნდის მწვრთნელობა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან არ მაქვს სათანადო გამოცდილება. დღესაც, ბიჭებიც ყველანაირად ეცადნენ, გვერდში დამდგომოდნენ და შეკრულად ეთამაშათ, თუმცა არ გამოგვივიდა", ამბობს ბექა ქარცივაძე, „დელტას" მწვრთნელი.

მატჩი თავიდან თანაბარი იყო. „დელტა" იბრძოდა და მეტოქეს არ რჩებოდა. პირველი პერიოდიც ფრედ, 18-:18 დასრულდა, ხოლო მეორეში „ოლიმპმა" იმარჯვა. ფარქვეშ დომინირებდნენ მარკ ოგდენი და ნიკა დარბაიძე, ხოლო პერიმეტრიდან რევაზ როგავამ,  გივი ბაქრაძემ და მერაბ ბოქოლიშვილმა გაისწორეს სამიზნე. შედეგად, „ოლიმპმა" მეორე პერიოდი 26-14 მოიგო და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარში „დელტა" ბევრს ეცადა, წინ გაჭრილ მეტოქესთან, ჩამორჩენა 8-9 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ ბოლო გადამწყვეტ პერიოდში  ძალა არ ეყო. „ოლიმპმა" სწრაფი შეტევებითა და ზუსტი სამქულიანებით, კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და საბოლოოდ, 88-68 გაიმარჯვა.

„ანგარიშის მიუხედავად, არ იყო  იოლი თამაში. ბოლო პერიოდში დიდი გაქცევა გავაკეთეთ. ბევრი ხარვეზი იყო, რაზეც მოგვიწევს მუშაობა. საერთოდ, კარგი გუნდური გამარჯვება იყო და ამისთვის მადლობა ბიჭებს.   მოვემზადებით მომავალი მატჩებისთვის. მომავალ კვირაში დატვირთული გრაფიკი გვაქვს - 3 მატჩს ვთამაშობთ „დინამოსთან", „სოხუმთან" და სტუმრად „ბათუმთან". ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ პრინციპული მატჩებისთვის", ამბობოს დავით როგავა, „ოლიმპის" მწვრთნელი.

გამარჯვებულთა მხრიდან 19 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი. ნიკოლოზ დარბაიძემ 16 ქულა მიითვალა, ხოლო რევაზ როგავამ 12 ქულით დაასრულა შეხვედრა. მარნეულის გუნდში 17-17 ქულით ზვიად ანთაძე და ნიკ ნილი გამოირჩნენ. 10 ქულა მოაგროვა არტიომ ნილმა.

***

სუპერლიგის მომდევნო, მე-5 ტური 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ჩატარდება. ფიბა ევროპის თასის კალენდარული მატჩს გამო, თბილისის „დინამო" ამ ტურის შეხვედრას მოგვიანებით გამართავს. 31 ოქტომბერს, გამთენიას, თბილისელები თურქეთში მიემგზავრებიან, სადაც ევროპის საკლუბო ტურნირის მესამე შეხვედრას გამართავენ „სტამბულის BBSK"-თან.