საქართველოს თასის გათამაშებას ბათუმის „დინამოს“ შემდეგ, „სამტრედია“ და „მერანიც“ გამოეთიშნენ
საქართველოს თასის გათამაშებას ბათუმის „დინამოს“ შემდეგ, „სამტრედია“ და „მერანიც“ გამოეთიშნენ
20.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8 ფინალის კიდევ 3 მატჩი გაიმართა. ბათუმის „დინამოს" შემდეგ, ასპარეზობას ეროვნულ ლიგაში მოთამაშე კიდევ ერთი გუნდი, „სამტრედია" გამოეთიშა.


კახა კაჭარავას გუნდმა, პირველ ტაიმში სამი გოლი გაუშვა,და რეალურად თავი, გამოვალ მდგომარეობაში ჩაიყენა. აქედან, „თბილისი სითის" ფეხბურთელმა, ბექა ხოჯანაშვილმა, ორი გოლი მატჩის დებიუტში, მე-5 და შემდეგ, მე-16 წუთებზე გაიტანა. მეორე ტაიმში, სამტრედიელებმა მოახერხეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება, თუმცა, შეხვედრის დამატებით დროში გადასაყვანად, არც დრო ეყოთ და თანაც, მატჩს მიწურულს მოთამაშეც გაუძევეს. წითელი ბარათი ნიჯათ ყურბანოვმა მიიღო. სხვათა შორის, მინდვრიდან არა, მაგრამ სათადარიგო სკამიდან, მატჩის არბიტრმა, კობა ქებურიაც გააძევა. ასე, რომ ¼ ფინალში, „თბილისი სითის" მის გარეშე მოუწევს თამაში. შეხვედრა კი, დღეს, თბილისურმა გუნდმა, მინიმალური ანგარიშით 3-2 მოიგო.


¼ ფინალში ითამაშებს ქუთაისის „ტორპედო". იმერულმა გუნდმა, დღეს, ქობულეთში, „ჩელე არენაზე" დიდი ანგარიშით, 1-4 დაამარცხა „ბეთლემი". განსხვავებით, ზემოთხსენებული მატჩისა და საბოლოო ანგარიშისა აქ ყველა გოლი, შეხვედრის მეორე ტაიმში გავიდა. სწორედ, შეხვედრის ამ ნახევარში მოედანზე გამოსულმა გიორგი ფანცულაიამ დუბლი შეასრულა. ტორპედოელთაგან, კიდევ 2 გოლი ზაზა ციცქიშვილმა და ანდრო გიორგაძემ გაიტანეს.


ამ დღეს, კიდევ ერთი 1/8 ფინალური მატჩი, თელავში გაიმართა. თელავის „კავკასიონი არენაზე" ანტონ თოლორდავას და ირაკლი რუხაძის მიერ, პირველ ტაიმში გატანილი გოლის წყალობით, „თელავმა", ანგარიშით 2-0 დაამარცხა თბილისის „მერანი" და ახლა, „ტორპედოსთან", „თბილისი სითისთან", „დილასთან" და „გაგრასთან" ერთად ხვალინდელ დღეს, და ¼ ფინალის ბოლო მონაწილე 2 გუნდს დაელოდება.


ხვალ, 21 სექტემბერს, თბილისში, მიხელ მესხზე „საბურთალო" - „დინამო თბილისს", საჩხერეში, ივანწმინდაში კი, „ჩიხურა" - „ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ერთსა და იმავე დროს, 15:30 საათზე დაიწყება.