გრანადა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო მატჩის მოლოდინშია
გრანადა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო მატჩის მოლოდინშია
22.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი / ნათია კოსტავა

საფეხბურთო კლუბმა „ლოკომოტივმა" დღეს, საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე, ესპანეთში გამგზავრებამდე ბოლო, გუშინდელი სათასო მატჩის შემდეგ, აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. თბილისელები, გრანადაში, ხვალ, დილით გაემგზავრებიან და საღამოს, უკვე ვარჯიშსაც გამართავენ „ლოს კარმენის სტადიონზე", რომელიც ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, უეფა-ს 2020/21 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, სულმოუთქმელად ელოდება.


საქმე ისაა, რომ ამ სტადიონზე, აღნიშნული რანგის შეჯიბრი, მხედველობაში ევროპა ლიგის ეგიდით გამართული მატჩია, პირველად ჩატარდება და მასპინძლებიც, „გრანადას" ფეხბურთელებიც, მხოლოდ მოსაგებად აპირებენ მინდორზე გამოსვლას. მიუხედავად იმისა, რომ თამაშზე, როგორც უკვე ამ გათამაშებაში მივეჩვიეთ, არც მაყურებელს დაუშვებენ და შესაბამისად, ტრიბუნებიც ცარიელი იქნება.




კიდევ ერთ მომენტი, რაზეც, თამაშამდე 2 დღით ადრე, ანდალუსიის ავტონომიური ოლქის ამ პროვინციაში, რომლის ადმინისტრაციული ფართობი 88 კვადრატულ კილომეტრზე ოდნავ მეტია, ამახვილებენ ყურადღებას, რომ 24 სექტემბრის მატჩში, გამარჯვების შემთხვევაში ესპანელებს ან „მალმოს" ან კიდევ ერთი „ლოკომოტივის", ამჯერად ზაგრების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. ეს არცაა, გასაკვირი, რადგან რეალურად თბილისის „ლოკომოტივისა" და „გარნადას" დაპირისპირებაშიც, ყველა თანხმდება, რომ ფავორიტი მასპინძელი გუნდია. მითუმეტეს ახლა, სადაც ლა ლიგის სასტარტო ტურების შემდეგ, „გრანადა" ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილის სათავეშია და ეს გარემოება, თუნდაც 27 სექტემბრის მატჩამდე, რომელშიც „გრანადა" „ატლეტიკოს" შეხვდება და შესაძლოა, გრანადელების ეს სიხარული კარგა ხნით შეიცვალოს, თავს „ტანკში" გრძნობენ.


აქ, ერთი საინტერესო დეტალი. ესპანურ მედიას თუ ვენდობით, მასპინძლები, საკუთარ ძალებშიც ზედმეტად დარწმუნებულები არიან. მედიის ნაწილი, ცდილობს, რომ მომავალი მეტოქე, მაქსიმალურად დააკნინოს და სტატიებში, იმ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ „ლოკომ" 21 სექტემბერს, საქართველოში სათასო შევედრა წააგო და თან ვისთან? „ჩიხურასთანო". თუმცა, რეალურად, „ჩიხურაც" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილიდან იციან ვინ არის, არ ამახვილებენ ყურადღებას, რომ „ლოკომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრისგან, აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა თამაში და ისიც არ ადარდებთ, თუ სათასო მატჩის დროს, რა კონდიციაში იყო ივანწიმდას სტადიონი.




აი, მედიის მეორე ნაწილი კი, 24 სექტემბრის მატჩის წინ, ხშირად ხმარობს სიტყვას „თუ" და აქედან გამომდინარე, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქართული კლუბის ამ ეტაპზე თამაში, მაშინ როცა, „ლოკომოტივის" მეტოქე, ფინანსურად ბევრად ძლიერი მოსკოვის „დინამო" იყო, არავინ ელოდა.


24 სექტემბრის მატჩზე მიძღვნილი მთელი რიგი სტატიები, თბილისის „ლოკომოტივის" ისტორიაშიც ღრმავდება და დეტალურად წერენ თუ სად ჰქონდა კლუბს ჩავარდნა და სად წარმატებული „პალასა". ყურადღებას ამახვილებენ, რამდენიმე ფეხბურთელზეც (სანდრო კობახიძე, ირაკლი სიხარულიძესა  და თემურ შონიას) და განსაკუთრებით, აქცენტს მაროკოელი წარმოშობის 22 წლის, იმრან ულან ომარზე აკეთებენ.


„ლოკომოტივთან" ერთად ახსენდებათ, ქართული ფეხბურთის ლეგენდა მიხეილ მესხი, რომელსაც ქართველ გარინჩას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ სტადიონი, სადაც თბილისის „ლოკომოტივი" თამაშობს, სწორედ ამ „ქართველი გარინჩას" სახელობისაა.


შეგახსენებთ, რომ გრანადაში, ადგილობრივ „გრანადასა" და თბილისის „ლოკომოტივს" შორის მატჩი, 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 დაიწყება. და ბოლოს, უეფა-ს ევროპა ლიგის შეხვედრას ქართული გუნდი პუმა ასელერეითის იმ ბურთით ითამაშებს, რომლითაც ლა ლიგის პირველობა ტარდება.