"ლოკომოტივი" გრანადაზეა
"ლოკომოტივი" გრანადაზეა
23.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხუთი საათი და ერთი საფეხბურთო ტაიმი დასჭირდა „საქართველოს ავიახაზებს" იმისთვის, რომ საფეხბურთო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი" ესპანურ გრანადაში ჩარტერული რეისით ჩამოეყვანა. კორონა ვირუსის ეპიდემიის მაღალი რისკის გამო, ქართული ბორტიდან ფეხბურთელები 15-15 გამოუშვეს და საპასპორტო კონტროლამდე დამატებით ანკეტებიც შეავსებინეს. 


გრანადაში, „ლოკომოტივი" 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩამოვიდა. გიორგი ჭიაბრიშვილმა, უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო მატჩში მონაწილეობისთვის შემდეგი მოთამაშეები შეარჩია.


გრანადაში, ქართველი ფეხბურთელების გასამხნევებლად, გუნდთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე არიან ჩამოსულები.


დღეს, ადგილობრივი, მადრიდის დროით, 20:00 საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. მანამდე კი, პრესკონფერენცია არის დაგეგმილი.


უფრო დაწვრილებით, მოგვიანებით ჩვენს გვერდზე Tsff.ge-ზე.



სპეციალურად გრანადადან თამუნა ჯიშკარიანი

****

აქვე გეტყვით, რომ მაშინ როცა თბილისის ლოკომოტივი ჯერ კიდევ გრანადასკენ მოფრინავდა, მასპინძლებმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს. ამ პრესკონფერენციას თბილისიდან ჩვენი კორესპონდენტი ნათია კოსტავა ადევნებდა თვალს


ანხელ მონტორო, "გრანადას" ერთ-ერთ ცენტრალური მოთამაშე - ჩვენთვის ეს რიგითი მატჩია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, ხვალ, ლოს კარმენესზე. „ლოკომოტივთან" დაკავშირებით, თამაშის დაწყებამდე ვერაფერს ვიტყვი. თამაშის მსვლელობას ვერ განვსაზღვრავ. თბილისელები ვიცით, რომ  კარგად ახერხებენ  სისწრაფეებზე თამაშს და გადაწყობას. არიან ტექნიკურები. რთული თმაში იქნება.


დიეგო მარტინესი,  „გრანადას" მთავარი მწვრთნელი - „ლოს კარმენესის" დებიუტია ევროტურნირებზე და ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ მოსაგებად. ვიცით, რომ „ლოკომოტივი" კარგი გუნდია და რთული შეხვედრა გამართა მოსკოვის „დინამოსთან". საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია და ასეთ გუნდებთან თამაში რთულია, მაგრამ ჩემს გუნდს ვენდობი და მაქსიმალურად ვეცდებით მოგებას. მზარდ ვართ ყველანაირი სირთულისთის. ჩემმა ფეხბურთელებმა ბევრი აჩვენეს, რომ ამ მაისურით ბევრი გაიღონ. ვნახოთ რა იქნება ხვალ.